"მაჩვენე შენი ID ბარათი" — ტუნისის ქუჩებში ადამიანებს "რობოკოპი" აკონტროლებს
სპეციალური რობოტი ტუნისელ პოლიციელებს დედაქალაქში კარანიტინის წესების დაცვაში ეხმარება. რობოტი დისტანციურად იმართება და იგი ინფრაწითელი და თერმული კამერებითაა აღჭურვილი — მას ასევე განგაშის ხმოვანი სისტემაც გააჩნია.
"რას აკეთებ? მაჩვენეთ თქვენი პირადობის მოწმობა. არ იცით რომ კარანტინია?", — ასე მიმართავს რობოტი კარანტინის დამრღვევებს.
ტუნისში კომენდატის საათი 17, მკაცრი კარანტინი კი 22 მარტს გამოცხადდა. ჩრდილოეთ აფრიკაში კორონავირუსის 455 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 14 კი ფატალურად დასრულდა.
რობოტი პირველად 2015 წელს Enova Robotics-ის მიერ, პატრულირებისთვის შეიქმნა. მისი ფასი 100 000-დან 140 000 დოლარამდე მერყეობს და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კომპანიები მას ძირითადად უსაფრთხოების მიზნით იძენენ.
ახლო მომავალში კი, შესაძლოა, კიდევ ერთი რობოტი გაეშვას, რომელიც ტუნისის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ნათესავებთან და მეგობრებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.
კომენტარები