საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა
ფოტო: MGN Online
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა და 28 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344.
30 მარტს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ის "ფაქტობრივ კომენდანტის საათსაც" ითვალისწინებს.
რაც შეეხება შეზღუდვებს:
- 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე, პირადი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილება. თუმცა, მათ ვინც სადღეღამისო დაწესებულებებში მუშობს, მისცემენ სპეციალურ საშვს, რომლის მისაღებადაც უნდა დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე — 144;
- სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე — ქალაქებს შორის. დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი და 2 იჯდება უკანა სავარძელზე. სტრატეგიული მნიშვნელოვანი ობიექტების თანამშრომლების ორგანიზებული გადაყვანა დასაშვები იქნება. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები;
-
იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია;
- იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მუნიციპალიტეტები, ეკონომიკის ან ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაეხმაროს;
- ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.
სხვა შეზღუდვები და სიახლეები:
- კარანტინის წესების განმეორებით დამრღვევი პირები ცალკე დაწესებულებაში იქნებიან
- პენიტენციურის 780 თანამშრომელი საპატიმროებში იცხოვრებს და ტერიტორიას არ დატოვებს
- "ოჯახის ექიმები უახლოეს დღეებში ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები გახდებიან"
- "მომუშავე ადამიანები უნდა გადაადგილდნენ დამსაქმებლის ან პირადი ტრანსპორტით"
პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
გადახედვა
-
ემის 2026 წლის ნომინაციები — The Pitt ლიდერობს, Stranger Things მთავარ კატეგორიებში ვერ მოხვდა ემის 2026 წლის ნომინაციები — The Pitt ლიდერობს, Stranger Things მთავარ კატეგორიებში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
ISFED-მა "ტვ იმედის" მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის "ქარდზე" 1500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა ISFED-მა "ტვ იმედის" მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის "ქარდზე" 1500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
გადახედვა
-
Tegeta Fest — თეგეტა მოტორსი წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს Tegeta Fest — თეგეტა მოტორსი წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
-
თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
გადახედვა
-
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
-
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
-
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
გადახედვა
-
"სამოქალაქო იდეა": საქართველოს ანკარაში NATO-ს სამიტზე არ მიწვევა "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია "სამოქალაქო იდეა": საქართველოს ანკარაში NATO-ს სამიტზე არ მიწვევა "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია
გადახედვა
-
თიბისი კამპუსი — უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის თიბისი კამპუსი — უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
-
გიორგი გახარია: ნაცვლად იმისა, რომ ოცნებამ OSCE PA ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს, მის საბოტაჟს ახდენს გიორგი გახარია: ნაცვლად იმისა, რომ ოცნებამ OSCE PA ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს, მის საბოტაჟს ახდენს
გადახედვა
-
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე არჩილ მახარაძე გიორგი სამარღანიშვილმა შეცვალა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე არჩილ მახარაძე გიორგი სამარღანიშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
აშშ სირიას "ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს" სტატუსს უუქმებს აშშ სირიას "ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს" სტატუსს უუქმებს
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე შესაბამისი ნებართვა არ გაცემულა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე შესაბამისი ნებართვა არ გაცემულა
გადახედვა
-
სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა
გადახედვა
-
როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად
გადახედვა
-
დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი? დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი?
გადახედვა
-
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს დონალდ ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
გადახედვა
-
"ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია "ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია
გადახედვა
-
მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
-
ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
კომენტარები