30-31 მარტს იუსტიციის სახლები და სანოტარო ბიუროები დაკეტილი იქნება
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით 30-31 მარტს იუსტიციის სახლები, ე.წ. ფრონტ ოფისები და სანოტარო ბიუროები დაკეტილი იქნება. როგორც წულუკიანმა განმარტა, ზოგიერთი სანოტარო ბიურო საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ მათ ორი დღეს დასჭირდებათ იმისთვის, რომ გამოაქვეყნონ ის პირობები, რომლებითაც იუსტიციის სახლები, სანოტარო ბიუროები და რეესტრები იმუშავებენ. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, სანოტარო ბიუროების რაოდენობა შეიზღუდება, ხოლო ხვალ გამოქვეყნდება ის ლოკაციები, სადაც სანოტარო მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება.
"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ
დღეს, 30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მისი თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც ხვალ, 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდება და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.
რაც შეეხებვა შეზღუდვებს:
- 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე, პირადი ტრანსპორტით ან ტაქსით გადააადგილება. თუმცა, მათ ვინც სადღეღამისო დაწესებულებებში მუშობს, მისცემენ სპეციალურ საშვს, რომლის მისაღებადაც უნდა დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე — 144;
- სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე — ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი და 2 იჯდება უკანა სავარძელზე. მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები;
-
იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია;
- იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მუნიციპალიტეტები, ეკონომიკის ან ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაეხმაროს;
- ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.
სხვა შეზღუდვები და სიახლეები:
- კარანტინის წესების განმეორებით დამრღვევი პირები ცალკე დაწესებულებაში იქნებიან
- პენიტენციურის 780 თანამშრომელი საპატიმროებში იცხოვრებს და ტერიტორიას არ დატოვებს
- "ოჯახის ექიმები უახლოეს დღეებში ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები გახდებიან"
- "მომუშავე ადამიანები უნდა გადაადგილდნენ დამსაქმებლის ან პირადი ტრანსპორტით"
პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 100-მდე გაიზარდა. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.
საქართველოში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გამოჯანრმთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4 978, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 266.
-
ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ, დავით ჩხეიძე გაათავისუფლეს, პაატა ალავერდაშვილი საგარეოჯშია გადაყვანილი ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ, დავით ჩხეიძე გაათავისუფლეს, პაატა ალავერდაშვილი საგარეოჯშია გადაყვანილი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სერიალი დაპიქსელებული კადრით ქვიზი: გამოიცანი ქართული სერიალი დაპიქსელებული კადრით
-
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება — PSP რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება — PSP
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ დიქტატურას? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ დიქტატურას?
-
დუბაის საერთაშორისო აეროპორთან დრონი ჩამოვარდა დუბაის საერთაშორისო აეროპორთან დრონი ჩამოვარდა
გადახედვა
-
AI "ხელოვნებაზე" საავტორო უფლებები ვერ იარსებებს — აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პოზიცია AI "ხელოვნებაზე" საავტორო უფლებები ვერ იარსებებს — აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პოზიცია
გადახედვა
-
კაია კალასი და მარტა კოსი: უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს უფრო შორდება კონსტიტუციაში ასახულ მიზანს EU-ში წევრობის შესახებ კაია კალასი და მარტა კოსი: უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს უფრო შორდება კონსტიტუციაში ასახულ მიზანს EU-ში წევრობის შესახებ
გადახედვა
-
ქვიზი: რას ამბობს შენი PSP-ს კალათა შენზე? ქვიზი: რას ამბობს შენი PSP-ს კალათა შენზე?
-
ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა, ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა,
გადახედვა
-
როცა ტრადიცია თავიდან იბადება — შალოშვილის მარანი როცა ტრადიცია თავიდან იბადება — შალოშვილის მარანი
-
კალაძის შტაბთან "პუბლიკის" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის ბრალდებულებს 3000-3000-ლარიანი გირაოები შეეფარდათ კალაძის შტაბთან "პუბლიკის" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის ბრალდებულებს 3000-3000-ლარიანი გირაოები შეეფარდათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი
-
8 აქტივობა, რომლებიც 8 მარტისთვის უნდა დაგეგმო 8 აქტივობა, რომლებიც 8 მარტისთვის უნდა დაგეგმო
-
ირანში გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 168 ადამიანი გარდაიცვალა — გამოძიება აშშ-ს ბრალეულობაზე მიუთითებს ირანში გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 168 ადამიანი გარდაიცვალა — გამოძიება აშშ-ს ბრალეულობაზე მიუთითებს
გადახედვა
-
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის ზუგდიდში ფიზკულტურის მასწავლებელს პატიმრობა შეეფარდა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის ზუგდიდში ფიზკულტურის მასწავლებელს პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
6-7-8 მარტს ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 6-7-8 მარტს ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ქალი მართავს — თეგეტამ მარტის კამპანია დაიწყო ქალი მართავს — თეგეტამ მარტის კამპანია დაიწყო
-
აშშ-ს სახდეპი: განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის აშშ-ს სახდეპი: განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის
გადახედვა
-
შსს: ხაშურში, 2002 წელს დაბადებულმა პირებმა "ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიიდან 10 ლეპტოპი მოიპარეს შსს: ხაშურში, 2002 წელს დაბადებულმა პირებმა "ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიიდან 10 ლეპტოპი მოიპარეს
გადახედვა
-
ამ პირობებში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია — თამთა მიქელაძე ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების ჩამოგდებაზე ამ პირობებში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია — თამთა მიქელაძე ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების ჩამოგდებაზე
გადახედვა
-
ელიტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ ელიტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ
კომენტარები