საუკუნის წინანდელი ვაქცინა, შესაძლოა, COVID-19-თან ბრძოლაში დაგვეხმაროს
კალმეტ-გუერინის ვაქცინა (BCG) დაახლოებით 100 წელია ეფექტურად გამოიყენება. უმეტესად ის ტუბერკულოზისადმი იმუნიზაციისთვისაა, თუმცა უკვე წლებია მას ნაღვლის ბუშტის კიბოს მკურნალობაში და ზოგადად ინფექციების წინააღმდეგ იმუნიზაციაში მნიშვნელოვანი როლი უკავია.
მელბურნის მურდოქის კვლევით ინსტიტუტში WHO-ს დახმარებით მკვლევრების საერთაშორისო გუნდა კორონავირუსთან მიმართებაში BCG ვაქცინის ეფექტურობას სწავლობს.
"მას იმუნური სისტემის გაუმჯობესება შეუძლია, რაც ორგანიზმს რიგი ინფექციური დაავადებებისგან იცავს", — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ნაიჯელ კურტისი.
კვლევის ფარგლებში BCG-ით იმუნიზაციას მოხალისე სამედიცინო პერსონალი გაივლის — 4 000-მდე ადამიანი შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა.
მსგავსი კვლევები ჰოლანდიაში და აშშ-შიც მიმდინარეობს.
BCG საკმაოდ დაბალფასიანი ვაქცინაა და ყოველწლიურად ის 130 მილიონამდე ახალშობილის იმუნიზაციისთვის გამოიყენება. ამის მიუხედავად, BCG სხვა ასაკობრივ კატეგორიაზეც კარგად მუშაობს და მკვლევრები იმედოვნებენ, რომ სამედიცინო პერსონალის ამ ვაქცინით იმუნიზაცია პაციენტებისგან კორონავირუსის ათვისებას შეაფერხებს.
"ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ყველა შესაძლო გზა, რაც სამედიცინო პერსონალის დაცვაში დაგვეხმარება", — ამბობს კურტისი.
კურტისის თქმით, პანდემიის პირობებში საჭიროა, რომ სამედიცინო პერსონალი მაქსიმალურად მობილიზებული იყოს. კორონავირუსით ექიმების და საავადმყოფოშს პერსონალის ინფიცირება ჯანდაცვის სისტემას მნიშვნელოვნად ასუსტებს.
კვლევის პირველი შედეგები, სავარაუდოდ, 3 თვეში გახდება ხელმისაწვდომი. მკვლევრები იმედს ამყარებენ, რომ BCG კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური გამოდგება, თუმცა კურტისის თქმით, ეს, რა თქმა უნდა, გარანტირებული არაა.
კომენტარები