ესპანეთის პოლიცია კარანტინის დამრღვევებს დრონებით უყვირის
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამჟამად კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ესპანეთი ევროპაში იტალიის შემდეგ მეორეა. ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა პარასკევს გამოაცხადა, ხოლო შაბათს სახელმწიფომ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.
პოლიციამ კი ქალაქების გასაკონტროლებლად დრონების გამოყენება დაიწყო.
BBC-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ მოუწოდებს დრონების საშუალებით პოლიცია მადრიდის პარკში მოსეირნე ადამიანებს სახლებში წასვლისკენ.
სცენარმა, როდესაც "მოლაპარაკე" დრონები ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, შესაძლოა, რომელიმე ფილმი მოგაგონოთ. თუმცა კარანტინის წესების დაცვა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად საუკეთესო ხერხია.
კომენტარები