კორონავირუსი 16 მარტს: პირველი გამოჯანმრთელებული საქართველოში და ევროპის ჩაკეტვის მოლოდინი
ფოტო: Kalize Lee / SCMP
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
16 მარტის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 181 728;
- გარდაცვლილი — 7 131;
- გამოჯანმრთელებული — 78 340.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 33;
- კარანტინის რეჟიმში — 1 008;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 64;
- გამოჯანმრთელებული — 1.
დღის ფაქტი: პირველ მოხალისეს კორონავირუსის ექსპერიმენტალური ვაქცინა გაუკეთეს
ფოტო: Ted S. Warren / AP Photos
ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოს ფარმაცევტული ინდუსტრია აქტიურად მუშაობს, ამ რბოლაში კი ფარმაცევტული კომპანია Moderna დაწინაურდა და გახდა პირველი კომპანია, რომელმაც ექსპერიმენტალური ვაქცინის ადამიანებში გამოცდა დაიწყო. აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელობით, დღეს პირველ მოხალისეს კორონავირუსის ექსპერიმენტალური ვაქცინა — mRNA-1273 გაუკეთეს.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
შესაძლოა, ევროკავშირის საზღვრები 30 დღით ჩაიკეტოს
კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გამოთქვა იდეა, რომ ევროკავშირის საზღვრები 30 დღით ჩაიკეტოს. მისი განმარტებით, შეზღუდვა არ შეეხება ვიზიტებს, რომლებიც განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. მათ შორის იქნებიან ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობენ და ისინი, ვისაც ბინადრობის უფლება აქვთ.
ეს ინიციატივა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.
დღის ფოტო: შვილი თვითიზოლაციაში მყოფ მამას ამხნევებს
დღის დამაიმედებელი ამბავი
საქართველოში პირველი განკურნებული პაციენტი გვყავს, რომელმაც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილება უკვე დატოვა, სხვა პაციენტებს გამოჯანმრთელება უსურვა და ექიმებს მადლობა გადაუხადა.
უფრო დამაიმედებელი კი ის არის, რომ, შესაძლოა, უახლოეს ორ დღეში ორი გამოჯანმრთელებული შეემატოს სიას. სავარაუდოდ, ხვალ მეორე პაციენტის განკურნება დადასტურდება, რომელსაც პირველ ტესტზე უარყოფითი შედეგი ჰქონდა და განმეორებით ტესტზეც ასეთივე მოლოდინები არსებობს.
რა ხდება მსოფლიოში
- სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა;
- ჩეხეთში კარანტინი გამოცხადდა;
- გერმანიამ ევროპის 5 ქვეყანასთან საზღვარი ჩაკეტა;
- კანადამ საზღვარი ჩაკეტა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, ვისაც ქვეყანაში ბინადრობის უფლება არ აქვს;
- რუსეთში პირველ მაისამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა;
- ესპანეთსა და პორტუგალიას შორის საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა;
- კიევში ყველა სავაჭრო დაწესებულება დაიხურა სურსათის მაღაზიის, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა;
- პარიზში ყველა პარკი და ბაღი დაიხურა;
- ეგვიპტემ 2 კვირით ყველა ფრენა შეაჩერა;
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 120 ქვეყანას კორონავირუსის დასადგენ 1.5 მილიონ ტესტს გადასცემს;
- ამერიკაში ინფიცირებულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა;
- კატალონიის რეგიონის ლიდერს, კიმ ტორს კორონავირუსი დაუდგინდა;
- იდრის ელბას კორონავირუსი დაუდასტურდა;
- თავისუფლების ქანდაკება მნახველებისთვის გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა;
- ჩინეთში რობოტები შექმნეს, რომლებიც დეზინფექციას და საბაზისო დიაგნოსტიკას ასრულებენ;
- ესპანეთის პოლიციამ კარანტინის დამრღვევი პირების გამოსავლენად დრონები გამოიყენა;
- Dior, Givenchy და Louis Vuitton უფასო სადეზინფექციო ხსნარებს გამოუშვებენ;
- ნეტფლიქსმა ყველა ფილმსა და სერიალზე მუშაობა შეაჩერა.
რა ხდება საქართველოში
დღეს, 16 მარტს საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს დაწესებული ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს და არ იქნება იქამდე, სანამ ეს გადაწყვეტილებები აღსრულდება, რისთვისაც მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობაა საჭირო.
ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი დროებით ჩაიკეტა
- საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დროებით იკეტება
- მთავრობა 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს
- სამ ე.წ მიმღებ ციხეში მედპუნქტები გარეთ განთავსდა და ახალ პატიმრებს იქ შეამოწმებენ
გარდა ამისა, მთავრობამ შეტყობინებები დაუგზავნა მოქალაქეებს, რომლითაც ჰიგიენის წესების დაცვისა და აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მთავრობის გარდა დღეს შეტყობინებები დაიგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს სახელითაც, რომელიც ყალბი იყო და მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას აწვდიდა კარანტინის გამოცხადებაზე.
ასევე, იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ მიმართონ სერვისცენტრებს. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილი შეურაცხყოფას აყენებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, რომლებიც დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
- გთხოვთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებში ბავშვებთან და თანმხლებ პირებთან ერთად სიარული — წულუკიანი
- წულუკიანი: სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ვიდრე პირადობის მოწმობის გატანა
მოწოდება ვიზიტების შეზღუდვის შესახებ კიდევ ერთხელ გაიმეორა თბილისის საქალაქო სასამართლომაც და განაცხადა, რომ მოქალაქეებს შესვლამდე ტემპერატურას შეუმოწმებენ.
შეზღუდვები დააწესა საკანონმდებლო ორგანომაც. კერძოდ, შეიცვალა ჟურნალისტების მუშაობის წესი. დროებით შეიზღუდება საპარლამენტო სხდომებზე მედიის წარმომადგენლების უშუალო დაშვება და გამოიყო გადამღები ჯგუფების მუშაობის კონკრეტული ლოკაციები.
დღევანდელი ამბების გარდა, მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ხვალისთვისაც. მოხალისეთა ინიციატივით, 17 მარტს, 21 საათზე პატივისცემისა და მადლობის ნიშნად ქართველ ექიმებს ფანჯრებიდან და აივნებიდან ტაშს დაუკრავენ, ამიტომ დრო ჩაინიშნეთ და მხურვალე აპლოდისმენტებისთვის მოემზადეთ.
ერთი ამბავი, რომელმაც დღეს გაგვაღიმა
ვინაიდან სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი პროგრამების სწავლა და მათთან შეგუება უწევთ. პროგრამის სწავლა ახალ თაობას არ გაჭირვებია, თუმცა სხვა საინტერესო "დაბრკოლებებს" წააწყდნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა უმცროსკლასელი გოგოს ვიდეო, რომელიც სახლშიც კი სასკოლო დისციპლინის დაცვას ცდილობს და მასწავლებლის "ნებართვას ელოდება". ეს ვიდეო ნამდვილად გაგაღიმებთ.
თუმცა, დღეს გადავწყვიტეთ ბონუსით დაგაჯილდოვოთ და კიდევ ერთი მიზეზი მოგცეთ გასაღიმებლად. დღეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლთა წინა რიგებში დგას, 72 წელი შეუსრულდა და ბრიფინგის დასასრულს ჟურნალისტებისგან დონატები მიიღო საჩუქრად.
დღის რჩევა: ყველაფერი, რაც სახლიდან მუშაობისთვის უნდა იცოდე
მსოფლიოს უამრავი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც ყოველდღიურად იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც დასაქმებულებს დისტანციურად მუშაობის საშუალებას აძლევენ და ამით კორონავირუსის პრევენციას უწყობენ ხელს. იმისთვის, რომ სახლიდან მუშაობისას არ გაზარმაცდეთ და თქვენი პროდიქტიულობა არ დაეცეს, რამდენიმე საჭირო რჩევას გაგიზიარებთ.
შეინარჩუნეთ კავშირი
პირველ რიგში, აუცილებელია, რომ შეინარჩუნოთ კავშირი კოლეგებთან. გამოიყენეთ სხვადასხვა აპლიკაციები და ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოახერხებთ, ისევე სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები, როგორც ამას ერთ ოთახში ყოფნისას ახერხებდით.
არ დაივიწყოთ დისციპლინა!
ახლა უფროსს ვეღარ მოატყუებთ, რომ გზაში მანქანა გაგიფუჭდათ ან საცობში მოყევით, ამიტომ მაღვიძარა საჭირო დროს დააყენეთ და სამუშაო საათების დასაწყისს სრულ მზადყოფნაში შეხვდით.
შეინარჩუნეთ კვების რეჟიმი
სახლში ყოფნისას რთულია ხელი არ წაგიცდეთ სასუსნავებისკენ. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ორგანიზმი სამსახურში სხვა კვებით რეჟიმს მიეჩვია, რომელზე გადართვაც თვითზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ ისევ მოგიწევთ.
უფრო დეტალურად სახლიდან მუშაობისთვის საჭირო რჩევები შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
-
დონალდ ტრამპი: ვამაყობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელახლა არჩევას დავუჭირე მხარი დონალდ ტრამპი: ვამაყობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელახლა არჩევას დავუჭირე მხარი
გადახედვა
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა




კომენტარები