იაპონელმა ბავშვებმა სკოლის დამთავრების ცერემონია Minecraft-ში გამართეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
კორონავირუსის გამო იაპონიის სკოლები ორი კვირით დაიხურა და რადგანაც ქვეყანაში სასწავლო წელი მარტში მთავრდება და აპრილში იწყება, ბევრი მოსწავლე სკოლის დამამთავრებელ ცერმონიას ვერ დაესწრო — საზეიმო ღონისძიებები უბრალოდ არ ჩატარდა.
თუ კი ცერემონია სკოლაში ვერ გაიმართება, რატომაც არ უნდა ჩატარდეს ის თამაშში? ბავშვებმა სასკოლო წლის დამთავრება თავიანთ საყვარელ თამაშში, Minecraft-ში აღნიშნეს.
ბავშვები რომ მახვილგონიერებით გამოირჩევიან ეს გასულ კვირას ჩინელმა მოსწავლეებმაც დაადასტურეს, რომლებიც სასწავლო აპლიკაციას 1 ვარსკვლავს უწერდნენ, რათა ის App Store-დან და Play Store-დან დაებლოკათ.
ვიმედოვნოთ, რომ პატარები სკოლებს მალე დაუბრუნდებიან.
კომენტარები