Steam-ზე მომხმარებელთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
Steam-მა გასულ უქმეებზე ახალი რეკორდი დაამყარა. 24 საათის განმავლობაში სათამაშო პლატფორმას 20 313 451 ადამიანი ეწვია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Steam-ს ერთდროულად 20 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, აქედან 6,4 მილიონი კი თამაშში იყო შესული.
წინა რეკორდი გასულ თვეში, 19 მილიონი მომხმარებლით დაფიქსირდა.
ამ ყველაფერს რაიმე ახალი თამაშის გამოსვლასა და სთიმზე განთავსებას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, რადგან ასეთი მასშტაბური ამ პერიოდში არაფერი მომხდარა.
სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასარიდებლად სახლში უფრო დიდ დროს ატარებს და შესაბამისად, სათამაშოდ დროც მეტი რჩებათ.
მოთამაშეები ძველ ფავორიტ თამაშებს უბრუნდებიან, მაგალითად, Counter-Strike: Global Offensive-მა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. მას უქმეებზე ერთდროულად 1 024 845 ადამიანი თამაშობდა. ასევე პოპულარული იყო Dota 2 და PUBG, რომლებმაც 701 632 და 515 050 მოთამაშეს მოუყარეს თავი.
კომენტარები