თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი მარგარეტე ფონ ტროტა იქნება
ფოტო: RIFF
თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის სექციის "რეჟისორი ფოკუსში" საპატიო სტუმარი ცნობილი გერმანელი კინემატოგრაფისტი მარგარეტე ფონ ტროტა იქნება.
გერმანელი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი მარგარეტე ფონ ტროტა ახალი გერმანული კინოს ერთ-ერთ მთავარ ძალად მოიაზრება და მსოფლიოში ცნობილია, როგორც წამყვანი ფემინისტი კინოხელოვანი. სანამ ფონ ტროტა თავად შექმნიდა ნამუშევრებს, მონაწილეობდა გერმანელი რეჟისორების, რაინერ ვერნერ ფასბინდერისა და ფოლკერ შლონდორფის ფილმებში.
1975 წელს ეკრანებზე გამოვიდა მარგარეტესა და შლონდორფის ერთობლივი ნამუშევარი, ჰაინრიხ ბიოლის ნოველის მიხედვით გადაღებული "კატარინა ბლუმის შელახული ღირსება". ფილმმა, რომელიც დღემდე 1970-იანი წლების გერმანული კინემატოგრაფიის სახეა, რეჟისორებს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
ფონ ტროტას პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი "კრისტა კლაგესის მეორე გამოღვიძება" იყო. ფილმი ახალგაზრდა ქალის პოლიტიკურ რადიკალიზმზე კონცენტრირდება და მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია ხაზგასმული: ქალების გაერთიანება, დებს შორის ურთიერთობა, ძალადობის ზეგავლენა და შედეგები.
კარიერის მანძილზე ფონ ტროტა თავის ფილმებში შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა: აბორტი, კონტრაცეფცია, ქალების მდგომარეობა საჯარო სამსახურში, გენდერის ტრადიციული აღქმა და სხვა. მისი პერსონაჟი ქალები ძლიერი პროტაგონისტები არიან და თითქმის ყოველთვის რომელიმე პოლიტიკური იდეოლოგიის წინააღმდეგ იბრძვიან. თავად მარგარეტ ფონ ტროტაც თანატოლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული გერმანიის 1960-იანი წლების მოვლენებში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი თემა პოლიტიკა იქნება. სექციაში "Bios Politikos" (პოლიტიკური ცხოვრება) გაერთიანდება როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. შერჩეული 10 ფილმი არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ დაძაბულობას, პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობას, პოლიტიკის სხვა სფეროებთან გადაკვეთასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება.
ფოტო: Tbilisi International Film Festival
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 28 ნოემბერს დაიწყება და 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა

კომენტარები