11 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს გიგი უგულავას შეწყალებისკენ მოუწოდებს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
11-მა ევროპარლამენტარმა მორიგი წერილი გამოგზავნა, ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელზე. ისინი მოუწოდებენ ზურაბიშვილს, რომ ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებამოსილებით და შეიწყალოს ევროპული საქართველოს დაკავებული ლიდერი, გიგი უგულავა.
სხვადასსხვა პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საქართველოში პოლარიზაციის გაზრდის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ, უგულავას დაპატიმრება იყო. ამიტომ, მათი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის "არსებული შეთანხმების შესრულების ტესტად" უგულავას გათავისუფლება განიხილება.
"შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისა და ნორმალიზაციისთვის საპარლამენტო არჩევნების წელს...
ჩვენი რწმენით, ასეთი ქმედება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სიტუაციის სრული ნორმალიზაციისკენ, რასაც საქართველოს მეგობრები, მათ შორის ჩვენ, მოველით", — წერია წერილში, რომელიც ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ტვიტერზე გამოაქვეყნა.
მას შემდეგ, რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები შეწყდა. ოპოზიცია უარს ამბობდა პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების გარეშე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, ხელისუფლება კი მათ პოლიტპატიმრებად არ აღიარებდა. უგულავამ ციხიდან წერილი გამოგზავნა და განაცხადა, რომ არ სურს მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში.
საქმეში დიპლომატიური კორპუსის ჩართვის შემდეგ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას მიაღწია, თუმცა დაკავებული ოპოზიციონერების საკითხის გარეშე. მათ მოაწერეს ხელი ერთობლივ დოკუმენტს მართმსაჯულების სისტემის შესახებ, რომელშიც წერია, რომ "აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული". ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
ოპოზიციამ ერთიანი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პრეზიდენტსა და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ლეგიტიმური მექანიზმები და ხელი შეუწყონ გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების საქმეს თუ მიიღებს, განიხილავს და გადაწყვეტს შეწყალების აქტი გამოსცეს, თუ არა.
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
კომენტარები