როგორ იმუშავებს სესხების სამთვიანი საშეღავათო პერიოდი — ბანკების განმარტება
ფოტო: Shutterstock
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საბანკო სექტორთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სამი თვის განმავლობაში, მარტიდან მაისის ჩათვლით, სასესხო მომსახურებისგან გათავისუფლდება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ყველა კომპანიისთვის ბანკები უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში სესხების რესტრუქტურიზაციას უზრუნველყოფენ.
აღნიშნულ ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ საქართველოში არსებული მსხვილი ბანკები, თუმცა მათ ნაწილს სესხის გადავადების დეტალური გეგმა შემუშავებული ჯერ არ აქვს.
On.ge შეეცადა პასუხი მიეღო იმ კითხვებზე, რომელიც მოქალაქეებს გაუჩნდათ.
საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ყველა ფიზიკურ პირს სამი თვით ნებისმიერი სახის სესხის გადავადებას სთავაზობს. როგორც ბანკში განმარტავენ, სამთვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი სესხის არც ძირს და არც პროცენტს არ გადაიხდის. თუმცაღა, მისი სასესხო პერიოდი სამი თვით გახანგრძლივდება, რადგან მოცემული შეღავათის პერიოდში სესხს საერთოდ არ იხდის. მათივე თქმით, სესხს არ მოემატება პროცენტი.
მაგალითად, თუ გაქვთ ექვსთვიანი სესხი, ახალი ინიციატივით, სესხის გადახდას ივნისიდან განაახლებთ, სესხის გადახდას კი გათვალისწინებული ვადიდან სამ თვეში დაასრულებთ.
შეთავაზება ავტომატურად ამოქმედდება. თუ არ გსურთ ამ შეთავაზებით სარგებლობა, საქართველოს ბანკის ქოლცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 2 444 444.
თიბისი
თიბისი ბანკის სამთვიანი საშეღავათო პერიოდი ვრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, ვინც თიბისი ბანკში ამჟამად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით, ასევე თიბისი სტატუსის ყველა მომხმარებელზე. საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ორშაბათიდან კი მომხმარებლები სესხის გადავადების პირობებთან დაკავშირებით შეტყობინებას თიბისის დისტანციური არხებით მიიღებენ.
საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს: იპოთეკური სესხები, სამომხმარებლო სესხები, სასწრაფო სესხი, ავტო სესხები, განვადება, საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტი, ლომბარდი, სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხები.
ბანკში განმარტავენ, რომ საშეღავათო პერიოდით სარგებლობისას საკონტრაქტო განაკვეთების ცვლილება არ მოხდება და მხოლოდ სესხის ვადა გაიზრდება 3 თვით, ანუ საშეთავათო პერიოდით. თუმცა, მათი თქმით, ყოველთვიური გადასახდელი თანხა "მცირედით გაიზრდება" საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, ბანკი კი გადასახდელ თანხასა და დარიცხულ პროცენტს გადაანაწილებს სესხის დარჩენილ ვადაზე. მათივე თქმით, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ მოხდება.
თიბისის განცხადებით, ფიზიკური პირის სესხების შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი სესხების არჩევა, საშეღავათო პერიოდი ჩაირთვება ან ყველა საკრედიტო პროდუქტზე ან მომხმარებლის უარის შემთხვევაში — არც ერთზე. მომხმარებლებს შეეძლებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ბანკის დისტანციური არხებით დააფიქსირონ უარი საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე. შეტყობინების დაგზავნა 16 მარტიდან დაიწყება.
რაც შეეხება თიბისი სტატუსის მომხმარებლებს, მათ თავად შეუძლიათ განსზღვრონ იმ სასესხო პროდუქტების ჩამონათვალი, რომელზეც გავრცელდება საშეღავათო პერიოდი. ბიზნეს სესხების შემთხვევაში კი მოხდება ინდივიდუალურად განხილვა. სტატუსის მომხმარებლებს პირობების შესათანხმებლად 16 მარტიდან პირადი ბანკირები დაუკავშირდებიან.
გარდა ამისა, ბანკში აცხადებენ, რომ თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი გრძელდება ივნისის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დამატებით საშეღავათო პერიოდის ჩართვა არ მოხდება. მაგალითად: თუ სესხი აღებული გაქვთ 2020-ის თებერვალში, რომელზეც ვრცელდებოდა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი, ანუ პირველი გადახდა სესხზე უნდა გაგეკეთებინათ ივლისის თვეში, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საშეღავათო პერიოდის ჩართვა აღარ მოხდება.
ხოლო თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი ნაკლებია ვიდრე ბანკის ამჟამად გამოცხადებული პირობა, ასეთ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელება მოხდება 30 ივნისამდე, არაუმეტეს მომდევნო სამი გადახდის გადავადებისა. მაგალითად: თუ სესხი აღებული გაქვთ 2020 წლის იანვარში, 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და პირველი გადახდა გიწევდათ აპრილის თვეში, ასეთ შემთხვევაში თქვენს საშეღავათო პერიოდს დაემატება +2 თვე.
იმ მომხმარებლებს, ვინც ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით, ექნება შესაძლებლობა ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში საკომისიოს გარეშე განახორციელოს წინსწრება. საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, წინსწრების საკომისიოზე აღდგება/გავრცელდება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები.
თიბისი ბანკის განცხადებით, 16 მარტიდან გაცემულ სესხებზე საშეღავათო პერიოდი ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე გავრცელდება.
ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკის საშეღავათო პერიოდი ფიზიკურ პირებს შეეხებათ. ამ შემთხვევაშიც მომხმარებელს არც ძირის და არც პროცენტის გადახდა არ მოუწევს. ბანკში აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაცია ორშაბათიდან იქნება ცნობილი.
VTB ბანკი
VTB ბანკი სასესხო პერიოდს სთავაზობს ყველა ფიზიკურ პირს, მცირე და საშუალო ბიზნესს. ამ ხნის განმავლობაში მომხმარებელი სესხის არც ძირს და არც პროცენტს არ გადაიხდის. თუმცა ჯერ უცნობია, სესხის გადავადების შემდეგ როგორ აანაზღაურებენ მას ფიზიკური და იურიდიული პირები.
VTB ბანკშიც ამბობენ, რომ მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას ორშაბათიდან მიაწვდიან.
On.ge ტერაბანკსა და კრედო ბანკს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ სესხის გადავადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. განახლებულ ინფორმაციას აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით On.ge შემდეგი კვირიდან მოგაწვდით.
კორონავირუსი და ეკონომიკის სტიმულირება
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის პერიოდში ეკონიმიკური სტიმულირებისთვის დაახლოებით მილიარდი ლარის რესურსი შეიძლება მობილიზდეს. ამის შესახებ გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ გლობალური მდგომარეობა არ გამოსწორდა, ისინი დამატებით ზომებს მიიღებენ.
ახალი გეგმის ფარგლებში, სატუმროებში, რომლებშიც 50-ზე მეტი ნომერი არ არის, საპროცენტო მომსახურებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამასთანავე, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფო წლის ბოლომდე დამატებით 300 მილიონ ლარს მიმართავს.
პრემიერის თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ისეთ დარგებსა და კომპანიებს, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, საექსკურსიო კომპანიებისა და სხვა სფეროებში, 4 თვით გადაუვადებენ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს.
გახარიამ ისაუბრა იმაზეც, რომ ლარის კურსის ვარდნაზე გავლენა იქონია პანდემიასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა. მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ საკითხზე და დარწმუნებული არის, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.
ამავე თემაზე:
- გახარია: ობიექტური საჭიროების შემთხვევაში კერძო კომპანიებს ბანკები სესხის რესტრუქტურიზაციით უზრუნველყოფენ
- ტურიზმის სექტორს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდება
- გიორგი გახარიას თქმით, ეკონომიკური სტიმულირებისთვის მილიარდი ლარია მობილიზებული
- 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო დაფარავს
- გახარია: დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება
-
შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
გადახედვა
-
"არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში? "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
გადახედვა
-
უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით! უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით!
-
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები 10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები
გადახედვა
-
ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
"დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე "დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე
-
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს
გადახედვა
-
"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო "სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით
გადახედვა

კომენტარები