კორონავირუსის გამო უამრავი კომპანია თავის თანამშრომლებს სთხოვს, რომ მუშაობა სახლიდან განაგრძონ. მაგალითად, ტვიტერმა თავის 5 000 თანამშრომელს დისტანციურად, სახლიდან მუშაობა შესთავაზა.

რა თქმა უნდა, თუკი თქვენი კომპანიაც გადაწყვეტს, რომ მუშაობის გაგრძელება სახლიდან სჯობს, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, გაქვთ თუ არა სახლდიდან სრულფასოვნად მუშაობის შესაძლებლობა.

ამ პროცესის გასამარტივებლად კი რამდენიმე ტექ-გიგანტმა ონლაინ მუშაობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები უფასო გახადა.

Microsoft

ფოტო: Microsof

Mircorosft-მა კორონავირუსის გამო თავისი აპლიკაციის, Teams-ის პრემიუმ ვერსიის უფასო ვარიანტის გაზიარება დაიწყო. პროგრამის პრემიუმ ვერსია საშუალებას იძლევა ჩაიწეროთ შეხვედრები და ამისთვის 1 ტერაბაიტი მეხსიერებაა გამოყოფილი. ეს ფუნქციები პროგრამის სტანდარტულ ვერსიაში ხელმიუწვდომელია. მაიკროსოფტის თქმით, პროგრამის პრემიუმ ვერსია უფასოდ 6 თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი

Google

გუგლი G Suite-სა და G Suite for Education-ის ყველა მომხმარებელს Hangouts Meet-ის სრულ ვერსიას უფასოდ აწვდის. ჰენგაუთსის სრული ვერსიით თქვენ შეძლებთ 250 ადამიანის ერთ ზარში ჩართვას, შეხვედრების ჩაწერას და პირდაპირ ეთერში გასვლას (100 000 მაყურებლის მხარდაჭერით).

სრული ვერსია 1 ივლისამდე იქნება ხელმისაწვდომი

LogMeIn.

რამდენიმე კარგ პროდუქტს გვთავაზობს ერთი შეხედვით ნაკლებად ცნობილი კომპანია LogMeIn-იც. სამი თვის განმავლობაში უფასო იქნება Emergency Remote Work Kits, რომელიც არაკომერციული ბიზნესებისთვის, სკოლების და ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის გამოსადეგი ხელასწყოა.

პროგრამების ნაკრებში შედის GoToMeeting, GoToWebinar — ეს ორი განკუთვნილია პრეზენტაციების ჩასატარებლად, რომელშიც ერთდროულად 3 000 მაყურებლის ჩართვაა შესაძლებელი. უფასო იქნება LogMeIn-იც, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობიდან სხვის ან თქვენსავე კომპიუტერში დისტანციურად შესვლის საშუალებას იძლევა.

Cisco

ცისკო Webex-ის უფასო ვერსიას გვთავაზობს. ეს არის აპლიკაცია, რომელიც ვიდეო კონფერენციებისა თუ სხვა ჯგუფური სამუშაოების შესრულებას გაგიადვილებთ. კომპანიის თქმით, პროგრამა 90 დღის განმავლობაში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი