Google I/O კორონავირუსის გამო გადაიდო
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
2020 წელს ჩასატარებელი Google I/O კორონავირუსის გამო გადაიდო, ამის შესახებ ინფორმაცია გუგლმა სულ ახლახან გაავრცელა. კომპანიის თქმით, Google I/O ფიზიკურად არ ჩატარდება, თუმცა გუგლი ონლაინ ღონისძიებას მაინც გამართავს. კომპანიამ WHO-ს მითითებებით იხელმძღვანელა და კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია.
ის ადამიანები, რომლებმაც ბილეთები უკვე შეიძინეს, თანხას უკან 13 მარტიდან დაიბრუნებენ და 2021 წელს გასამართი კონფერენციის ბილეთების ყიდვა ახლავე შეეძლებათ.
გუგლის განცხადებით, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ დარჩენილი დროის განმავლობაში დეველოპერებთან მჭიდრო კავშირში იყვნენ, რათა ამ ფაქტისთვის მომზადება მოასწრონ. როგორც ვიცით Google I/O 12-14 მაისს უნდა გამართულიყო.
კომენტარები