Balenciaga-ს ჩვენებაზე მოდელები "დატბორილ" პოდიუმზე გამოვიდნენ
ფოტო: Balenciaga
როგორ შეიძლება მოდის ინდუსტრია მეცნიერებასთან გადაიკვეთოს და კლიმატის ცვლილებების პრობლემები გამოააშკარაოს? სამოსზე წარწერებით? დიზაინით?
ფოტო: 20th Century Fox
ამ პროცესში კრეატივის ჩაქსოვას მხოლოდ დემნა გვასალია შეძლებდა, რომელმაც დარბაზის ნაწილი და შესასვლელი წყალში "ჩაძირა", ხოლო მოდელები "დატბორილ" პოდიუმზე გამოიყვანა.
ბალენსიაგამ პარიზში 2020 წლის შემოდგომის კოლექცია წარადგინა, ადგილზე მისულ დამთვალიერებლებს კი სპორტის სტადიონის მსგავსი სცენა და პლასტმასის დასაკეცი სკამები დახვდათ. აკრძალული იყო წინა რიგში გადაადგილებაც, სტუმრები კი ელექტრონული ჩირაღდნებით აღჭურვეს.
მაყურებლებს შორის იყვენენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტიც.
შუქის ანთების შემდეგ ყველამ მიხვდა, რატომ იყო მაყურებლისთვის წესები დაწესებული — ოთახის ცენტრი წყალში იყო ჩაძირული.
ფოტო: Rex / Shutterstock
პოდიუმის თავზე ვეება, დედამიწის ფორმის ჭერი ჩანდა, რითიც დიზაინერი გლობალურ დათბობისადმი თავის დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.
მოდელებს შორის იყვნენ ტანმოვარჯიშეები და სამართლის სტუდენტებიც. კოლექციაში შავი ფერი სჭარბობდა. იყო ტყავში და სხვადასხვა ფერში გადაწყვეტილი მოტოციკლეტისტის ფორმის სამოსიც.
ფოტო: Rex / Shutterstock
"ეს აპოკალიფსი გგონიათ? არა, ეს ჩემთვის მოდის ზეიმია. ამის კეთება მიყვარს. შობა საქსოვ დაზგასთან, ჩემი ტანსაცმლის განახლებაში გავატარე. ეს კოლექცია ის ყველაფერია, რაც მიყვარდა. საქართველოში გავიზარდე და მღვდლებისა და ფეხბურთელების ფეტიში მქონდა", — თქვა გვასალიამ შოუს დახურვის შემდეგ.
დიზაინერი კოლექციას "ყველაზე მეტად დემნა მსგავსს" უწოდებს მათ შორის, რაც აქამდე შეუქმნია. მან ასევე გაიხსენა კრისტობალ ბალენსიაგა, რომლის დასაფლავებაზეც 1972 წელს კათოლიკე მღვდელს მოდის სახლში შექმნილი მანტია ემოსა.
შოუ გვასალიამ პარიზში, კომუნისტური პარტიის ყოფილ შენობაში გამართა. ყველა მოდელის ნახვა ვოგის საიტზე შეგიძლიათ.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
კომენტარები