Facebook-მა კორონავირუსის გამო დეველოპერული კონფერენცია F8 გააუქმა
Facebook-მა დეველოპერული კონფერენცია F8 კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გააუქმა. ორდღიანი კონფერენცია 5 მაისს უნდა დაწყებულიყო.
ფეისბუქის განცხადებით, კონფერნეციის გაუქმების გამო, პრეზენტაციები ლოკალური ღონისძიებებით, ვიდეოებითა და ლაივ ჩართვებით ჩანაცვლდება.
"კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის ფონზე, ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება და ჩვენი დეველოპერების, თანამშრომლებისა და ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოებით გამო, რომლებიც F8-ს ჩატარებას ეხმარებიან, ღონისძიება გაუქმდება. ჩვენ ვაპირებთ რომ ეს დანაკლისი ლოკალური ღონისძიებებით, ვიდეოებითა და პირდაპირი ჩართვებით ჩავანაცვლოთ".
ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში ფეისბუქის დეველოპერთა პლატფორმისა და პროგრამების დირექტორი კონსტანტინოს პაპამილტიადისი ამბობს, რომ მათი პრიორიტეტი უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.
კომენტარები