სტუდია Adult Swim Games-მა და დეველოპერულმა კომპანია Soleil Games-მა Samurai Jack: Battle Through Time თამაში დააანონსეს. ამ საკულტო მულტფილმის თამაში პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე გამოვა. გამოსვლის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ დეველოპერებმა დაადასტურეს, რომ ის PS4-ზე, Xbox One-ზე, Nintendo Switch-სა და PC-ზეც გამოვა. ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა ხელმისაწვდომი თამაშის ადაპტაცია ანდროიდსა და iOS-ზე.

თამაშში მოვლენები ჯეკის ბოლო ბრძოლამდელ პერიოდში ვითარდება. Battle Through Time გვიყვება უცნობ ისტორიას, რომელიც დერიკ ბეჩმენის დაწერილია. თამაშში თქვენ ტიტულოვანი სამურაი ხართ, რომელიც თავის მოკავშირეებთან ერთად ნაცნობ თუ უცნობ მტრებს ებრძვის, მოგზაურობს სამყაროს გარშემო და მთელი ამ დროის განმავლობაში მრავალ იარაღს იცვლის.

თამაშის განმავლობაში თქვენ მოგიწევთ სამურაი ჯეკის კლასიკური სამყაროს ტურების გავლაც და ისეთ პერსონაჟებსაც შეხვდებით, როგორიცაა The Scotsman, Scaramouche, Sir Rotchild და სხვა მრავალი.

IGN თამაშის ოფიციალურ ანონსს გვთავაზობს

Adult Swim Games თამაშის დეტალებს 28 თებერვალს, ბოსტონის კონვენციის ცენტრში გასამართ პანელზე გაგვაცნობს.