უკრაინული საინფორმაციო პორტალები, წიგნები საბჭოთა და რუსეთის ოკუპაციის შესახებ, ანტიპუტინური შინაარსის ვებსაიტები, პორნო საიტების ის განყოფილებები, სადაც გეი ვიდეოები იტვირთება, იეჰოვას მოწმეთა ვებსაიტი - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ინტერნეტ რესურსებისა, რაზეც რუსეთის მოსახლეობას წვდომა ხელისუფლების სურვილით აქვს შეზღუდული.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ 2012 წელს შეიმუშავა კანონი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სახელმწიფოს მხრიდან ბლოკირებული ვებსაიტების რეესტრი. ამ გადაწყვეტილების მთავარ საბაბად ბავშვთა მავნე ზეგავლენისგან დაცვა დასახელდა, თუმცა, უფლებადაცვითი ორგანიზაციების მოსაზრებით, რუსეთის ხელისუფლების მთავარი მიზანი ინტერნეტ სივრცის ცენზურა და კონტროლია.

დაბლოკილი საიტების დაყოფა რამდენიმე კატეგორიად შეიძლება. არის შემთხვევები, როცა, არა მთლიანად ვებსაიტი, არამედ ამ ვებსაიტის რომელიმე კონკრეტული გვერდი, ან მთლიანად განყოფილება იბლოკება.

დაბლოკილი რესურსების რეესტრში მიმდინარე წლის აპრილში შეიტანეს forum.ge-ს პოლიტიკის იმ განყოფილების თემის ბმული, რომლის სათაურიცაა Мелочь, но приятно LV, ფაქ რაშა! აღნიშნულ თემაში მომხმარებლები, ძირითადად, ანტირუსულ, ანტისაოკუპაციო ტექსტებს წერენ. რუსეთის გენპროკურატურის მოთხოვნით 2015 წელს ასევე დაიბლოკა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით შექმნილი თემის ბმულიც. მოგვიანებით, დაბლოკილი საიტების რეესტრიდან აღნიშნული ბმული ამოიღეს.

დაბლოკილი ანტიპუტინური საიტები

რუსეთის მასშტაბით წვდომა შეზღუდულია იმ საიტებსა და ვებგვერდებზე, სადაც ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო მასალებია განთავსებული.

ასეთი ვებსაიტებია:

ფოტო: On.ge

უკრაინული ვებსაიტები დაბლოკილი საიტების რეესტრში

რუსეთის გენპროკურატურის გადაწყვეტილებით, რუსეთში შეზღუდულია წვდომა არაერთ უკრაინულ ინტერნეტ რესურსზე, მათ შორის ახალი ამბების კონკრეტულ საიტებსა და სტატიებზე, წიგნებზე და ა.შ. რუსეთში წვდომა ასევე შეზღუდულია უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაციის, მემარჯვენე სექტორის ვებსაიტზე.

დაბლოკილ უკრაინულ საიტებს შორისაა:

ეროტიკული და პორნოგრაფიული შინაარსის ვებგვერდები

რუსეთის ხელისუფლებას შავ სიაში შეტანილი აქვს პორნო საიტებისა და გვერდების მცირე ნაწილი, ძირითადად ისინი, რომელიც ეხება ბავშვთა პორნოგრაფიას, სექსით ვაჭრობას, ასევე, დაბლოკილია კონკრეტული პორნო საიტის ის განყოფილება, სადაც გეი პორნოა განთავსებული. დაბლოკილ საიტებს შორისაა რამდენიმე გეი პორნო საიტიც. რუსეთში წვდომა ასევე შეზღუდულია ერთ-ერთი უმსხვილესი პორნო ვიდეოპორტალის, PornHub-ის რუსულ ვერსიაზეც.

ექსტრემისტული შინაარსის ვებგვერდები

დაბლოკილი ინტერნეტ რესურსების ნაწილი კავშირშია ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან. მაგალითად, დაბლოკილია ისეთი ვებსაიტები, სადაც ქვეყნდება ISIS-ის ჟურნალები, ვიდეომიმართვები, განცხადებები და ა.შ.

ფოტო: On.ge

არალეგალური პროდუქცია

რუსეთის ხელისუფლებას წვდომა ასევე აქვს შეზღუდული ასობით ისეთ ვებსაიტზე, რომელიც მომხარებელს არალეგალურ პროდუქციას სთავაზობს, მაგალითად, ყიდიან ნარკოტიკულ საშუალებებს, იარაღს. შავ სიაში შეყვანილია ასეულობით ვებსაიტი, რომლებიც რუსეთში მოქალაქეებს სთავაზობენ ნებისმიერი სახის ყალბი დოკუმენტის შესყიდვას, იქნება ეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, მართვის მოწმობდა, ნოტარიულად დამოწმებული ცნობა, თუ თავად რუსეთის მოქალაქის პასპორტიც, რომლის ღირებულებაც, მსგავს საიტებზე რამდენიმე ათასი დოლარია.

რელიგიური შინაარსის ვებსაიტები

რუსულ შავ სიაში მოხვდა ისლამთან დაკავშირებული ათეულობით ვებსაიტი, სასწავლო ლიტერატურა, სტატიები და ა.შ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთში 2016 წლიდან აიკრძალა წვდომა იეჰოვას მოწმეთა საიტზე JW.org, ასევე, მის რამდენიმე ასლზე.