ვინ გაიმარჯვებს VS ვის ვგულშემატკივრობთ ოსკარებზე
ფოტო: Sony Pictures Releasing / CJ Entertainment
კინოსამყაროს ყველაზე გავლენიანი და ცნობილი დაჯილდოება კარს მოგვადგა: 9 თებერვალს ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემია გასული წლის ფავორიტ ფილმებს, მათ შემქმნელებსა და მსახიობებს გამოავლენს და ოსკარის მოოქროვილ ჯილდოს გადასცემს.
მიუხედავად იმისა, რომ ოსკარების დაჯილდოება თავისი გავლენისა და მნიშვნელობის შენარჩუნებას ჯერჯერობით მაინც ახერხებს, ბოლო წლებში მისი შედეგები მეტ-ნაკლებად ყველასთვის პროგნოზირებადი გახდა: უკვე ვიცით, რა თემატიკა აღელვებთ კინოაკადემიის წევრებს, რომელ ჟანრებს არ სწყალობენ, ვინ არიან მათი ფავორიტი მსახიობები და ა.შ.
ამ სტატიაში ვეცდები პირად ვარაუდებსა და კინოკრიტიკოსების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ერთად მოვუყარო თავი და მომავალი დაჯილდოების ერთგვარი წინასწარმეტყველება და ადრეული ანალიზი შემოგთავაზოთ.
სანამ ამ საკმაოდ ვრცელი სტატიის კითხვას დაიწყებთ (რომელიც არც ისე მოსაწყენია — სხვა თუ არაფერი, ფოტოების საშუალებით შიგადაშიგ თვალს წყალს მაინც დაალევინებთ), ორი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ:
- ოსკარის ჯილდოს გადაცემა ჭეშმარიტად კარგი კინოს განსასაზღვრად უკვე დიდი ხანია აღარ გამოდგება. კინომოყვარულები წლებია შეთანხდნენ, რომ ამერიკის კინოაკადემია ხშირად ძალიან ტენდენციურ, პრიალა ჰოლივუდურ ან მდარე პოლიტკორექტურულ გადაწყვეტილებებს იღებს. შესაბამისად ამ სტატიაში თავისუფლად ვერ ვისაუბრებ ფართო გაგებით "კარგ კინოზე" და მხოლოდ იმ ფილმების შეფასებას მოვახერხებ, რომლებიც აკადემიამ შეიმჩნია.
- ქვემოთ მოყვანილი ყველა მოსაზრება ძირითადად ერთი მაყურებლის სუბიექტური შეფასებაა, რასაც, წესით, წინასწარ აღნიშვნა არც სჭირდება, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, საკამათო იყოს, მაგრამ გულს ნუ დაიწყვეტთ — კომენტარებში თქვენი განსხვავებული მოსაზრებების თამამად დაფიქსირება შეგიძლიათ.
ახლა კი გადავიდეთ ყველა ძირითად ნომინაციაში სავარაუდო გამარჯვებულების განხილვაზე.
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი
- ტომ ჰენკსი, A Beautiful Day in the Neighborhood
- ენტონი ჰოპკინსი, The Two Popes
- ალ პაჩინო, The Irishman
- ჯო პეში, The Irishman
- ბრედ პიტი, Once Upon a Time in Hollywood
სავარაუდო გამარჯვებული: ბრედ პიტი
ვინ იმსახურებს გამარჯვებას: ბრედ პიტი
როგორც ჩანს, წლევანდელი ოსკარების დაჯილდოება ის იღბლიანი შემთხვევა იქნება, როცა ბრედ პიტი 56 წლის ასაკში პირველ ოსკარს მიიღებს და სრულიად დამსახურებულადაც: კვენტინ ტარანტინოს ფილმში მან მართლაც მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და საოცრად სევდიანი პერსონაჟი შექმნა. მეტიც, მე თუ მკითხავთ, მისი პერსონაჟი უფრო მნიშვნელოვანი იყო ფილმში, ვიდრე ლეონარდო დიკაპრიოსი (რომელიც კაცის მთავარი როლის ნომინაციაშია წარდგენილი).
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი
-
კეტი ბეიტსი, Richard Jewell
- ლორა დერნი, Marriage Story
- სკარლეტ იოჰანსონი, Jojo Rabbit
-
ფლორენს პიუ, Little Women
-
მარგო რობი, Bombshell
სავარაუდო გამარჯვებული: ლორა დერნი
ვინ იმსახურებს გამარჯვებას: კეტი ბეიტსი
ვერავინ იტყვის, რომ ეს როლი კეტი ბეიტსის მრავალწლიან სამსახიობო კარიერაში საუკეთესოა, თუმცა სამი მიზეზი შემიძლია დავასახელო, თუ რატომ იმსახურებს ის წელს ამ ჯილდოს:
- მას შემდეგ, რაც 1991 წელს Misery-ში შესრულებული როლით ოსკარი მიიღო, სათანადოდ მაინც არავის დაუფასებია ეს ძალიან ნიჭიერი მსახიობი. მით უმეტეს ყველამ ვიცით, რომ, როცა ჰოლივუდში ქალი მსახიობები გარკვეულ ასაკს აღწევენ და ახალგაზრდულ ფორმებს კარგავენ, ისინი მნიშვნელოვანი როლების დეფიციტს განიცდიან და ყველასგან შეუმჩნევლები რჩებიან.
- კლინტ ისტვუდის გასული წლის ფილმი Richard Jewell კინოაკადემიამ თითქმის არ შეიმჩნია, შესაბამისად, ეს ჯილდო ამ ფილმის ნაწილობრივი დაფასება მაინც იქნებოდა.
- ლორა დერნმა მისთვის დამახასიათებელი საკმაოდ სტანდარტული შესრულებით (თუ სერიალი Big Little Lies გინახავთ, მისი შესრულება თითქმის ანალოგიურია) უკვე საკმარისი ჯილდო მიიღო და უმჯობესია, ამჯერად ვეტერანი მსახიობის შრომაც დაფასდეს.
მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი
-
ანტონიო ბანდერასი, Pain and Glory
-
ლეონარდო დიკაპრიო, Once Upon a Time in Hollywood
-
ადამ დრაივერი, Marriage Story
-
ხოაკინ ფენიქსი, Joker
-
ჯონათან პრაისი, The Two Popes
სავარაუდო გამარჯვებული: ხოაკინ ფენიქსი
ვინ იმსახურებს გამარჯვებას: ანტონიო ბანდერასი
წელს, ალბათ, ამ ნომინაციაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენციაა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ხოაკინ ფენიქსი უკვე დიდი ხანია მიყვარს და მისთვის ყველა ჯილდო მემეტება და ასევე Marriage Story-ში ადამ დრაივერის შესრულებამაც აღმაფრთოვანა, მაინც მგონია, რომ წელს ყველაზე მეტად გამარჯვებას ანტონიო ბანდერასი იმსახურებს, რომელმაც იშვიათი სამსახიობო ოსტატობა გვაჩვენა.
ამავდროულად, ალბათ, მცირეა შანსი, რომ ამ 59 წლის მსახიობს კიდევ ერგოს ისეთი მნიშვნელოვანი როლი, როგორიც პედრო ალმოდოვარის ფილმ Pain and Glory-ში შეასრულა. ფენიქსსა და დრაივერს კი მეტი შანსი აქვთ, რომ ჰოლივუდმა მათთვის კვლავ გაიმეტოს საინტერესო პროექტები.
მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი
-
სინტია ერივო, Harriet
-
სკარლეტ იოჰანსონი, Marriage Story
-
სირშა რონანი, Little Women
-
შარლიზ ტერონი, Bombshell
-
რენე ზელვეგერი, Judy
სავარაუდო გამარჯვებული: რენე ზელვეგერი
ვინ იმსახურებს გამარჯვებას: სირშა რონანი
მართალია, Judy არ მინახავს და რენე ზელვეგერის ამ კონკრეტულ როლს ვერ შევაფასებ, მაგრამ თუ მის განვლილ კარიერას გავიხსენებთ და სანაცვლოდ ახალგაზრდა მსახიობის, სირშა რონანის უბადლო შესრულებას გავითვალისწინებთ, ეს უკანასკნელი ნამდვილად იმსახურებს გამარჯვებას, თუნდაც იმის გამო, რომ მრავალი სხვა დამწყები მსახიობისთვის შესაფერის მაგალითად და სტიმულად იქცეს.
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
-
Knives Out
-
Marriage Story
-
1917
-
Once Upon a Time in Hollywood
-
Parasite
სავარაუდო გამარჯვებული: Once Upon a Time in Hollywood
ვინ იმსახურებს გამარჯვებას: Parasite
მიუხედავად იმისა, რომ კვენტინ ტარანტინოს გამარჯვება ოდნავადაც არ დამწყვეტს გულს, მაინც ვფიქრობ, რომ სამხრეთ კორეელმა ბონგ ჯუნ ჰომ ამბის თხრობის იშვიათი მასტერკლასი გვაჩვენა თავის ფილმში და ამ ჯილდოსაც ის იმსახურებს.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
-
The Irishman
-
Jojo Rabbit
-
Joker
-
Just Mercy
-
Little Women
-
The Two Popes
სავარაუდო გამარჯვებული: Jojo Rabbit
ვინ იმსახურებს გამარჯვებას: Little Women
ამერიკის კინოაკადემიამ ისე უსირცხვილოდ არ წარადგინა გრეტა გერვიგი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, რომ მის მიერ ლუიზა მეი ოლკოტის საკულტო წიგნის სრულიად ახლებური და საოცარი ეკრანიზაცია ამ ჯილდოთი მაინც უნდა დააფასოს.
საუკეთესო ანიმაციური ფილმი
-
How to Train Your Dragon: The Hidden World
-
I Lost My Body
-
Klaus
-
Missing Link
-
Toy Story 4
სავარაუდო გამარჯვებული: Klaus
ვინ იმსახურებს გამარჯვებას: Klaus
ვისაც დისნეის კლასიკური, ყველაზე ცნობილი ანიმაციები უნახავს და ბოლო წლებში განსაკუთრებულად ენატრებოდა იქაური ატმოსფერო, ასეთ მაყურებლებს გვაჩუქა სწორედ ნეტფლიქსმა კლაუსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური რამაა, რომლითაც ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეიძლება ისიამოვნოს.
საუკეთესო საერთაშორისო ფილმი
- Parasite (სამხრეთ კორეა)
- Les Miserables (საფრანგეთი)
- Pain and Glory (ესპანეთი)
- Honeyland (ჩრდილოეთ მაკედონია)
- Corpus Christi (პოლონეთი)
სავარაუდო გამარჯვებული: Parasite
ვინ იმსახურებს გამარჯვებას: Parasite
მართალია, პედრო ალმოდოვარის ფილმი Pain and Glory უდავოდ გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინოსურათია, მაგრამ ამჯერად, ალბათ, ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ოსკარის ჯილდო სამხრეთ კორეაში წავა და ეს ამ ქვეყნის ისტორიული გამარჯვებაც იქნება.
საუკეთესო რეჟისორი
- ტოდ ფილიპსი, Joker
- სემ მენდესი, 1917
- კვენტინ ტარანტინო, Once Upon a Time in Hollywood
- ბონგ ჯუნ ჰო, Parasite
- მარტინ სკორსეზე, The Irishman
სავარაუდო გამარჯვებული: სემ მენდესი
ვინ იმსახურებს გამარჯვებას: კვენტინ ტარანტინო
მაშინ, როცა საკულტო რეჟისორი, კვენტინ ტარანტინო კინოდან წასვლაზე აქტიურად ფიქრობს, ყველამ ერთხმად უნდა გადავუხადოთ მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც აქამდე გაუკეთებია, რათა, იქნებ, გული აუჩუყდეს კიდეც (გამორიცხულია!) და კიდევ ბევრი ისეთი შთამბეჭდავი ფილმის გადაღებაზე დაფიქრდეს, როგორიც Once Upon a Time in Hollywood-ია.
საუკეთესო ფილმი
-
Ford v Ferrari
-
The Irishman
-
Jojo Rabbit
-
Joker
-
Little Women
-
Marriage Story
-
1917
-
Once Upon a Time in Hollywood
-
Parasite
სავარაუდო გამარჯვებული: 1917
ვინ იმსახურებს გამარჯვებას: Parasite
სემ მენდესის ფილმი აქამდე უკვე თითქმის ყველა ჰოლივუდური დაჯილდოების გამარჯვებული გახდა, მათ შორის ოქროს გლობუსი და BAFTA გადაეცა. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ ამერიკის კინოაკადემიის რჩეულიც ის აღმოჩნდება, არადა რა საინტერესო და თამამი გადაწყვეტილება იქნება, რომ წლევანდელი ტრიუმფატორი ბონგ ჯუნ ჰოს შედევრი გახდეს — ერთგვარი გაფრთხილება მთელი ჰოლივუდისთვის, რომ დროა, ატრაქციონების ნაცვლად ნამდვილი კინოს შექმნაზე იფიქრონ.
ახლა კი ისღა დაგვრჩენია დაჯილდოების ცერემონიას დაველოდოთ, რომელიც თბილისის დროით 10 თებერვალს, დილის 5 საათზე გაიმართება და ვნახოთ, თუ რამდენად პროგნოზირებადი იქნება წლევანდელი ოსკარები და გაბედავს თუ არა ამერიკის კინოაკადემია მოსალოდნელზე უფრო თამამი გადაწყვეტილების მიღებას.
ასევე იხილეთ:
-
კვლევების მიხედვით, სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში გახდეს კვლევების მიხედვით, სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში გახდეს
გადახედვა
-
დააზღვიე Mercedes-Benz ალდაგში და დაიბრუნე სამი თვის პრემია დააზღვიე Mercedes-Benz ალდაგში და დაიბრუნე სამი თვის პრემია
-
რა თქვა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე? რა თქვა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე?
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნების" კოშმარული რეჟიმი ქვეყნის ჩინეთის, პუტინისა და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია ჯო უილსონი: "ქართული ოცნების" კოშმარული რეჟიმი ქვეყნის ჩინეთის, პუტინისა და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია
გადახედვა
-
ICC-ს მთავარი პროკურორს, კარიმ ხანს სექსუალური ძალადობის გამოძიების გამო, უფლებამოსილება შეუჩერდ ICC-ს მთავარი პროკურორს, კარიმ ხანს სექსუალური ძალადობის გამოძიების გამო, უფლებამოსილება შეუჩერდ
გადახედვა
-
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭრა აქტს, რომელიც საქართველოში კრემლისა და პეკინის გავლენას შეისწავლის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭრა აქტს, რომელიც საქართველოში კრემლისა და პეკინის გავლენას შეისწავლის
გადახედვა
-
AI-ის გამოყენება კომპანიების ნაწილს ადამიანების დასაქმებაზე ძვირი უჯდება — აი, რატომ AI-ის გამოყენება კომპანიების ნაწილს ადამიანების დასაქმებაზე ძვირი უჯდება — აი, რატომ
გადახედვა
-
7 ისტორიული ფაქტი, რომლებიც დროის შეგრძნებას დაგაკარგვინებთ 7 ისტორიული ფაქტი, რომლებიც დროის შეგრძნებას დაგაკარგვინებთ
გადახედვა
-
გია ვოლსკი: პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს, ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო არა გია ვოლსკი: პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს, ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო არა
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერმინისტრი ძამბოლატ ტადტაევი გადადგა — მას მარატ კამბოლოვი შეცვლის ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერმინისტრი ძამბოლატ ტადტაევი გადადგა — მას მარატ კამბოლოვი შეცვლის
გადახედვა
-
გაგიკ წარუკიანის პრორუსული პარტია "აყვავებული სომხეთი" 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს გაგიკ წარუკიანის პრორუსული პარტია "აყვავებული სომხეთი" 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს
გადახედვა
-
სი ძინპინი, შვიდი წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა სი ძინპინი, შვიდი წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
გადახედვა
-
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
-
ევროკომისიის პრესპიკერი: შეხვედრა იმ გარემოებების გამოსწორებას ემსახურება, რის გამოც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ ევროკომისიის პრესპიკერი: შეხვედრა იმ გარემოებების გამოსწორებას ემსახურება, რის გამოც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ
გადახედვა
-
მზის სისტემამ წარსულში ორი გიგანტური პლანეტა დაკარგა? — ახალი კვლევა კითხვებს აჩენს მზის სისტემამ წარსულში ორი გიგანტური პლანეტა დაკარგა? — ახალი კვლევა კითხვებს აჩენს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: სომეხი ხალხი არ დაემორჩილა პუტინის პირდაპირ შანტაჟს, არ დაუგდო ყური პროპაგანდას და ჭორებს, არ გაიყიდა ფულზე და ფუჭ დაპირებებზე და ხელახლა აირჩია ფაშინიანი მიხეილ სააკაშვილი: სომეხი ხალხი არ დაემორჩილა პუტინის პირდაპირ შანტაჟს, არ დაუგდო ყური პროპაგანდას და ჭორებს, არ გაიყიდა ფულზე და ფუჭ დაპირებებზე და ხელახლა აირჩია ფაშინიანი
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა მარია ზახაროვა: სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა
გადახედვა
-
ანტონიო კოშტა: ევროკავშირი და სომხეთი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ანტონიო კოშტა: ევროკავშირი და სომხეთი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს
გადახედვა
-
სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები? სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
გადახედვა
-
მარტა კოსი: გილოცავთ სომხეთის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას, სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩამოვალ მარტა კოსი: გილოცავთ სომხეთის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას, სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩამოვალ
გადახედვა
-
ალკოჰოლის მოხმარება 10 ტიპის სიმსივნის განვითარების რისკთან დააკავშირეს ალკოჰოლის მოხმარება 10 ტიპის სიმსივნის განვითარების რისკთან დააკავშირეს
გადახედვა











კომენტარები