სმარტფონების ბაზრის ზომით ინდოეთმა აშშ-ს გადაასწრო
სმარტფონების ბაზარზე ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველობმა ჩინეთმა წაართვა და ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა. ამჯერად ამერიკამ მეორე პოზიციაც დათმო და ის ინდოეთს გადაულოცა. Counterpoint Research-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ინდოეთმა გაყიდული სმარტფონების რაოდენობით ამერიკას გადაასწრო. მხოლოდ 2019 წელს ინდეოთში 158 მილიონი სმატფონი გაიყიდა. ეს ყველაფერი ძირითადად ჩინური ბრენდების და მათი ზედმეტად დაბალი ფასის გამო მოხდა. ინდოეთში გაყიდული სმარტფონების 72% სწორედ ჩინურ ბრენდებზე, Xiaomi-ზე, Vivo-ზე, Realme-სა და Oppo-ზე მოდის.
ვერ ვიტყვით, რომ Apple-ს ცუდი წელი ქონდა. მას შემდეგ რაც 2019 წლის ბოლოს ამერიკულმა გიგანტმა iPhone XR-ის ფასი შეამცირა და ამავდროულად გაყიდვაში iPhone 11 ჩაუშვა, მათი გაყიდვებიც გაიზარდა. Samsung-ის მონაცემები დიდად არ შეცვლილა და კორეელები ბაზრის 5%-ს დასჯერდნენ.
თუ კი ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობასა და მზარდ ბაზარს გავითვალისწინებთ, არაფერი გასაკვირი იმაში არაა, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაასწრო. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ახერხებს შეიძინოს ჩინური კომპანიების მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტური სმარტფონები, რაც სტატისტიკაზეც ლოგიკურად აისახება. ამ ყველაფერმა შეიძლება გავლენა იქონიოს სმარტფონების მწარმოებლებზე და ისინი უფრო მეტად კონცენტრირებული გახდნენ ინდოეთის ბაზარზე, რასაც ასევე ვამჩნევთ ბევრი ტექნოლოგიური გიგანტისგან.
ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ კი თქვენი საყვარელი ბრენდი ფოკუსს ინდოეთზე გააკეთებს და მათ მოთხოვნებზე მორგებულ სმარტფონებს შემოგვთავაზებს.
კომენტარები