მსოფლიოში პირველად, გორილას კატარაქტის ოპერაცია ჩაუტარდა
სან-დიეგოს ზოოპარკში მობინადრე გორილას კატარაქტის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციაზე ექიმების ჯგუფი ვეტერინარებთან ერთად მუშაობდა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თვალის ოპერაცია ადამიანის გარდა სხვა პრიმატს ჩაუტარდა. დაზიანების შედეგად, სამი წლის ლესლი, რომელიც 30 კილოგრამს იწონის, მარცხენა თვალში მზარდი სიბრმავით იტანჯებოდა. ვეტერინარებს კალიფორნიის უნივერსიტეტის ოფთალმოლოგებისა და ანესთეზიოლოგების გუნდი ეხმარებოდა.
"ჩვენ, როგორც ვეტერინარები ჩვენი საქმის ექსპერტები ვართ, თუმცა ჩვენი უნარები მედიცინის ყველა დარგზე, რა თქმა უნდა, არ ვრცელდება", — განაცხადა ზოოპარკის ვეტერინარმა მერედით კლინსმა.
მეთვალყურის განცხადებით ლესლის კატარაქტა სხვა გორილებთან ერთად თამაშის დროს დაცემამ გამოიწვია.
ექიმებმა დაზიანებული ბროლი ხელოვნურით ჩაანაცვლეს. კატარაქტის სპეციალისტმა, კრის ჰეიშელმა განაცხადა, რომ კატარაქტის უამრავი ოპერაცია ჩაუტარებია, თუმცა გორილა მისი პაციენტი აქამდე არასდროს ყოფილა.
ექიმების თქმით, გორილასა და ადამიანს შორის მსგავსებების გამო, ოპერაცია მათთვის რთული არ ყოფილა.
ზოოპარკის თანამშრომლებმა ლესლის 31 წლის დედა, კოკამოც დააძინეს, რათა ოპერაციის პერიოდში მისი არყოფნით არ ენერვიულა.
კომენტარები