iPhone XR წლის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონია
როგორც ირკვევა, გარდა პირველი და მეორე კვარტლისა, iPhone XR წლის მესამე კვარტლის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონიც გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Counterpoint Research ავრცელებს.
სმარტფონი პირველად 2018 წლის მეოთხე კვარტალში გამოჩნდა, პოპულარობა მალევე მოიპოვა და ის დღემდე ლიდერობს. უნდა ითქვას ისიც, რომ XR-მა შეძლო და iPhone 11-იც დაჩაგრა.
Counterpoint Research-ზე დაყრდნობით გამოდის, რომ iPhone XR-ს მთლიანი ბაზრის გაყიდვების 3% ეკავა. ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ ეფლმა ჩინეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე XR-ის ფასი დაწია, რამაც გაყიდვების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.
როგორც ზემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ, ტოპ 10 გაყიდვად სმარტფონებს შორის მოხვდნენ ბიუჯეტური სამსუნგები და ჩინური ბრენდები, ერთ-ერთი აღსანიშნი ფაქტი ისაა, რომ ტოპში ფლაგმანით მოხვედრა მხოლოდ ჰუავეიმ შეძლო — Huawei P30-მა ბაზრის 1.1% დაიკავა, რაც იმ ამბების ფონზე, რაც ჰუავეისა და გუგლს შორის ხდება, ნამდვილად გასაკვირია.
კომენტარები