თბილისში საახალწლო განათებები ჩაირთო და 2020 წელიც მალე დადგება. ახალი წლის მოახლოება განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებს ეტყობა, თუმცა განათებებს ნაწილობრივ გარეუბნებშიც შეხვდებით. საახალწლო განათებებს შორის ვარსკვლავები, ანგელოზები, ქოლგები და ახლა უკვე პლანეტები დედაქალაქში საზეიმო განწყობას ქმნიან.

მეტრო რუსთაველთან

მელიქიშვილის ქუჩა რუსთაველის მეტრომდე ცისფერი წვიმებით გაანათეს. ნათურები დიდი რაოდენობით სასიამოვნო შთაბეჭდილებას ქმნის.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

კოსტავას ქუჩა

კოსტავას ქუჩაზე ანგელოზები დაგხვდებათ.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

დიღმის მასივი

დიღმის მასივში რობაქიძის ქუჩაზეც ანგელოზები დაკიდეს, მათ ხელში საყვირები უჭირავთ და სავარაუდოდ ახალი წლის მოსვლას აანონსებენ.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

წერეთელი

დიდი ზომის ბაფთები კიდევ ერთხელ ვიხილეთ, ამჯერად წერეთლის ქუჩაზე.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

პეკინი

პეკინი და ყაზბეგი სანთლებით, საახალწლო სათამაშოებით, ვარსკვლავებითა და ნაძვის ხის ფორმის საახალწლო განათებებით გააფორმეს.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ვაკე

ვაკის პარკის მიმდებარედაც გვხვდება საახალწლო განათებები, თუმცა ჭავჭავაძის ქუჩაზე მხოლოდ ხეები ანათებენ. ისინი ჯერ კიდევ დაუსრულებელ გამზირთან კონტრასტს ქმნიან.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

რუსთაველი

2020 წლისთვის ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური საახალწლო განათებები ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გვხვდება. ცენტრალური ქუჩა პლანეტარიუმს ჰგავს და საახალწლო განწყობას ქმნის.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

გლდანი

გლდანი მოსახლეობის უხვი რაოდენობით კი გამოირჩევა, თუმცა საახალწლო განათებებით — ნაკლებად. ხიზანიშვილის ქუჩაზე საახალწლო ნათურები თითქმის არსად ჩანს.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

დიდი დიღომი

სამწუხაროდ დიდი დიღომიც ნაკლებად განათებულია. ფარნავაზ მეფის გამზირზე მხოლოდ რამდენიმე პატარა ნაძვის ხეს ნახავთ.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

მარჯანიშვილი

რატომღაც დაავიწყდათ მარჯანიშვილის ქუჩაც. აქ არც მოედანია განათებული და არც ცენტრალური ქუჩა.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ავლაბარი და ისანი

ალაგ-ალაგ გადამწვარ განათებებს ნახავთ ავლაბრიდან ისნის მიმართულებით თუ გადაადგილდებით. თუმცა იუნკერთა ქუჩა უკეთესად გამოიყურება.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

ვარკეთილი

ჯავახეთის ქუჩაზე ბევრისთვის უკვე ნაცნობი ქოლგები დაგხვდებათ, ისინი შარშან პეკინის გამზირს ანათებდნენ.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / On.ge

როგორც ხედავთ თბილისი ახალი წლისთვის თითქმის მზად არის. დარჩა მხოლოდ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. შემდეგ კი შეგიძლიათ ფეხით მოიაროთ ყველა ცენტრალური ქუჩა და თავად შეაფასოთ დედაქალაქის საახალწლო განწყობა.