Adobe ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ აპლიკაციას, Photoshop Camera-ს უშვებს
Adobe ახალ უფასო აპლიკაციას უშვებს, რომელიც კომპანიის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას, Sensei-ს გამოიყენებს. ალგორითმი ამოიცნობს ფოტოზე გამოსახულ ობიექტებს და შესაბამის ფილტრებს ავტომატურად შემოგთავაზებთ.
ფილტრების გამოყენებას კამერით, პირდაპირ რეჟიმშიც შეძლებთ და უკვე გადაღებულ ფოტოებზეც. თავდაპირველად აპლიკაციაში არტისტების მიერ საგანგებოდ შექმნილი ფილტრები იქნება ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, აპლიკაცია ფოტოების ხელით მანიპულირების საშუალებასაც მოგცემთ.
ყველაზე შთამბეჭდავი მონიშვნის ავტომატური ფუნქციაა. როგორც ქვემოთ მოცემულ ანიმაციაში ხედავთ, ალგორითმი მთას ავტომატურად აფიქსირებს და ფონზე არსებულ ცას შესაბამისად ცვლის.
Adobe ახალ აპლიკაციაზე სერიოზულ იმედებს ამყარებს.
"რადგანაც აპლიკაციის დასახელებაში Photoshop ვახსენეთ, ეს ნიშნავს, რომ საკითხს სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ ამ სახელს უბრალოდ არასდროს ვიყენებთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასობით მსგავსი სხვა აპლიკაცია არსებობს, — აცხადებს Adobe-ის წარმომადგენელი.
აპლიკაციას ამჟამად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლები ცდიან, ხოლო ყველასათვის ხელმისაწვდომი ის მომდევნო წლის დასაწყისში გახდება.
კომენტარები