ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ტოქ-შოუს ჟურნალისტის სოფო ზურაბიანი წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა მიაწოდა.

ტოქ-შოუ ეთერში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მთავარი საინფორმაციო გამოშვების [20:00] შემდეგ გავა. გადაცემის დაწყება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

სოფო ზურაბიანს ჟურნალისტად მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის, მაესტროსა და მზის თანამშრომელი, ფორმულაში გადასვლამდე კი რუსთავი 2-ში მუშაობდა.

ფორმულამ მაუწყებლობა პირველ ოქტომბერს დაიწყო, 5 ოქტომბრიდან კი ეთერში გადის საინფორმაციო გამოშვება.