ანტარქტიდას 1 636 კვადრატული კილომეტრის აისბერგი მოსწყდა, მას სახელად D28 უწოდეს. ეს ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი აისბერგია, რომელიც ანტარქტიდის ამერის შელფურ მყინვარს მოსწყდა.

განსაკუთრებულად დიდი ზომის გამო, მეცნიერებს მის მოძრაობაზე დაკვირვება მუდმივდა მოუწევთ, რადგან მან, შესაძლოა, არეალში მყოფ გემებს საფრთხე შეუქმნას. 1960-იან წლებში ამერის შელფურ მყინვარს 9 000 კვადრატული კილომეტრის აისბერგი მოსწყდა, რაც თითქმის 6-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე D28.

ფოტო: RICHARD COLEMAN/UTAS

შელფური მყინვარი ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს იმ მყინვარებისა, რომლებიც ხმელეთიდან წყლისკენ მიედინება. აისბერგების გამოცალკევებით კი ეს მყინვარები წონასწორობის შენარჩუნებს ახერხებენ და მყინვარის ზემო ნაწილში მოსულ თოვს აბალანსებენ.

მეცნიერებმა დიდი ხნის განმავლობაში იცოდნენ, რომ ამერის შელფურ მყინვარს აისბერგი მოსყწდებოდა. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ მეცნიერები არა ამ კონკრეტული აისბერგის, არამედ ახლა უკვე მოწყვეტილი B12-ის აღმოსავლეთ არსებული რეგიონის მოწყვეტას ელოდნენ.

"ძალიან ამაღელვებელია, რომ ამდენი წლის შემდეგ ამ აისბერგის მოწყვეტას შევესწარით. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ზუსტი დრო, რა თქმა უნდა, უცნობი იყო", — აცხადებს სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის პროფესორი ჰელენ ფრიკერი.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ B12-ის მოწყვეტასა და გლობალურ დათბობას შორის კავშირი არ არის. 1990-იანებიდან მოყოლებული, თანამგზავრული მონაცემები აჩვენებს, რომ ამერის შელფური მყინავრი საკუთარ გარემოში მეტნაკლებად სტაბილურია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზედაპირი ზაფხულში ძლიერად დნება.

"ანტარქტიდასთან მიმართებაში საზრუნავი ბევრია, თუმცა კონკრეტულად ამერის შელფურ მყინვართან დაკავშირებით განგაშის საფუძველი არ გვაქვს", — დაამატა პროფესორმა ფრიკმა.

D28-ის სისქე დაახლოებით 210 მეტრია.