როგორ იმუშავებს გახარიას მთავრობა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მთავრობის პირველ სხდომას მართავს. დაწყებამდე მან მედიასა და საზოგადოებას მისი გუნდის მუშაობის ფორმატი გააცნო.
გახარიას თქმით, მთავრობის სხდომები ხუთშაბათობით, დილის ათ საათზე გაიმართება. მისივე თქმით, ყოველი სხდომის შემდეგ მინისტრები მედიასთან ჩავლენ და არამხოლოდ სხდომაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრებენ, არამედ საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა კითხვებსაც უპასუხებენ.
მედიისა და მინისტრების ურთიერთობის ეს ფორმატი აქამდეც გამოიყენებოდა, თუმცა უცნობია უპასუხებს თუ არა კითხვებს თავად პრემიერი. ამ ეტაპზე უცნობის ისიც, შეინარჩუნებს თუ არა გახარია მამუკა ბახტაძის შემოღებულ ბრიფინგებს სხდომის წინ.
მან ისაუბრა ძირითად პრინციპებზეც, რომლითასც მისმა გუნდმა უნდა იხელმძღვანელოს. ესენია:
- საქმის დროული კეთება;
- საქმის ეფექტიანი კეთება;
- კეთილსინდისიერება;
- დისციპლინა;
- ღიაობა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს ბავშვებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე" — განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს გადადგა. გადადგომის შესახებ მან Facebook-ზე დაპოსტა და სათქმელი 3 947 სიტყვაში ჩაატია. შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი სამ თვეზე მეტი ითხოვდა, მმართველმა პარტიამ 3 სექტემბერს დააწინაურა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
მთავრობის დამტკიცების პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში პროტესტისა და აქციების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც #სირცხვილიას აქტივისტები, ისე ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მხარდამჭერები და წევრები სასტვენებითა და შეძახილებით პრემიერმინისტრის პოსტზე გახარიას კანდიდატურას აპროტესტებდნენ. კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან #სირცხვილიას წევრებმა ცხვრები მოიყვანეს, ქართული ოცნების დეპუტატების სიმბოლოდ.
გახარიასა და მისი მთავრობის მოსმენა ყველაზე მწვავე ოპოზიციის ფორმატში იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ მას სიმღერა "გახარიას უხარია" მოასმენინა, შემდეგ პასუხებს არ მოუსმინა და სხდომა დაამთავრა. ევროპულმა საქართველოს კითხვების სტრატეგია აირჩია. მთავარი თემა 20-21 ივნისის აქცია იყო. კანდიდატის პასუხები არც მათ მოისმინეს და სხდომა დახურეს. ოპოზიციის პასუხად გახარიამ თქვა, რომ "მათ დაასრულებს". ქართული ოცნება გახარიას მთავრობის პროგრამაში პოზიტივზე ამახვილებენ ყურადღებას და ნეგატივს ოპონენტებს აბრალებენ.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები