გადაწყვეტილების მიღებისას აშშ საქართველოს მოუსმენდა? — ვოლსკი ბრიჯიტ ბრინკის ელჩად არდანიშვნაზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა ამერიკელი დიპლომატის დენიელ ფრიდის სიტყვებს, რომ აშშ-ს ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნა ქართულმა ოცნებამ დაბლოკა. გია ვოლსკის თქმით, აშშ-ს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ აიძულებს იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მათ სწორად არ მიაჩნიათ.
"თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამერიკის შეერთებული შტატები, მისი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი, რესპუბლიკელთა და დემოკრატთა ურთიერთობის ხარისხიდან გამომდინარე რაც დღეს არსებობს, საქართველოს მოუსმენდა თავის გადაწყვეტილების მიღების დროს? არათუ პატარა საქართველო, ვერც ერთი ქვეყანა აშშ-ს ვერ აიძულებს, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ არ მიაჩნიათ სწორად. თუკი გადაწყვიტეს ამ ელჩის დანიშვნა, ეს ნიშნავს, რომ მათი გადაწყვეტილებაა და ამაზე გავლენის მოხდება არის არარელევანტური", — აღნიშნა ვოლსკიმ.
ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში დიპლომატმა, დენიელ ფიდმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებაში ბევრს ჰგონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს, რის გამოც მათ საქართველოში ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნა დაბლოკეს.
"ეს იყო შეცდომა. ამერიკა არც "პროსააკაშვილურია" და არც "პროივანიშვილური", ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა დავინახოთ საქართველოში მოქმედი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატია", — აღნიშნა ფიდმა.
ვოლსკის თქმით, მოსაზრება, რომ საქართველოში აშშ სააკაშვილის მხარდამჭერი ჰგონიათ, პოლიტიკურად არასწორია:
"საქართველოში ზუსტად იციან, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს. არანაირი შეხსენება არ იყო საჭირო დენ ფრიდისგან, რათა ეს გვცოდნოდა. ფაქტები იმდენია, რომ ჩვენი პარტნიორი გვერდში გვიდგას, ამის შეხსენება არავის გვჭირდება, რომ ამერიკა არავისისტი არაა".
აშშ-ს ელჩის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეთ რუდი ასრულებს. ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა, მას შემდეგ, უკვე წელიწადზე მეტია აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.
წინა წლის დეკემბერში გავრცელდა ცნობები, რომ საქართველოს მთავრობამ თბილისში ამერიკის ელჩის დანიშვნის პროცესი შეაყოვნა და სავარაუდოდ, დაბლოკა ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა. საქართველოს მთავრობა ბრინკის დაბლოკვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და სპეკულაციად აფასებდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ქართულ და ამერიკულ ანონიმურ წყაროებს ეფუძნება, ბრინკის სავარაუდო დაბლოკვის მიზეზი გახდა შეხედულებები, რომ ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება და ამასთან, ვაშინგტონში რესპუბლიკური პარტიის მაღალ ეშელონებთან მყარი პერსონალური კონტაქტები არ აქვს.
2019 წლის 4 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა დიპლომატი კელი დეგნანი წარადგინა.
კელი დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. მანამდე ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, ნატოში აშშ-ს წარმომადგენლობაში იყო პოლიტიკური მრჩეველი და თურქეთში აშშ-ს საელჩოში პოლიტიკური მრჩეველის მოადგილე.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები