შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთში დააკავეს პირი, რომელმაც ქუჩაში კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფული და ტელეფონი წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ხუთიდან რვა წლამდე.