როცა იგებ, რომ ცხოვრების ბოლომდე ანტიდეპრესანტებზე იქნები დამოკიდებული
ფოტო: Women's Republic / Shutterstock
მწერალი და ჟურნალისტი, დანიელ თჩოლაკიანი ანტიდეპრესანტებთან საკუთარი ურთიერთობის გამოცდილებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი, მაგრამ იშვიათად განხილული ასპექტების შესახებ გვიყვება.
რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც წლები გავატარე დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობის სტაბილურ რეჟიმში, ჩემს ექიმს ვუთხარი, რომ მინდოდა, ერთ-ერთი წამლისთვის თავის დანებება მეცადა. იმ დროს სამი სახის პრეპატარს ვიღებდი და მედიკამენტების რაოდენობის გამო თავს ცუდად ვგრძნობდი. მან მკითხა, რომელიმე მათგანი რაიმე პრობლემას ხომ არ იწვევდა ან მათ მოქმედებაში ეჭვი ხომ არ მეპარებოდა; ვუთხარი, რომ არა. მაგრამ მე ვვარჯიშობდი, სწორად ვიკვებებოდი და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ამიტომ, ვიფიქრე, იქნებ სულაც გამოვჯანმრთელდი-მეთქი. საბოლოოდ, მე და ჩემმა ექიმმა კომპრომისს მივაღწიეთ და ერთ-ერთი წამლის დოზის ოდნავ შემცირებაზე შევთანხმდით.
ორი თვის შემდეგ მის კაბინეტში ვიჯექი და ვტიროდი. იქამდე ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ახლა კი ეს ყველაფერი უარესისკენ იცვლებოდა და არ ვიცოდი, რატომ. ექიმმა მკითხა, როდიდან ვგრძნობდი თავს ასე. ვუპასუხე, რომ სადღაც ერთი თვე იქნებოდა. მანაც შემახსენა, რომ დაახლოებით მაგ პერიოდში ჩვენ ერთ-ერთი მედიკამენტის დოზა შევამცირეთ.
ფოტო: iStockphotos
უცბად სიცილი ამიტყდა: ჩემს პრობლემას გამოსავალი ჰქონდა. შვებით ამოვისუნთქე. მაგრამ შემდეგ ექიმს ვკითხე, მედიკამენტების მიღება სამუდამოდ თუ მომიწევდა.
მახსოვს, როგორი ფრთხილი მზერით შემომხედა. მკითხა, ეს ფაქტი გულს თუ მწყვეტდა. მაშინვე ვუპასუხე, რომ კი. ის ამის გამომწვევი მიზეზით დაინტერესდა. თუმცა ამ კითხვაზე სწორი პასუხის პოვნა გამიჭირდა. შეიძლება, პრობლემა ფული იყო? ჩემი თავის შენახვა იმაზე ძვირი რომ მიჯდებოდა, ვიდრე - "ნორმალურ" ადამიანებს, ეს არ მომწონდა? მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია - ეს თავისთავად გასაგებიაო. მაგრამ იქნებ სხვა მიზეზებიც არსებობსო?
როგორც იქნა, ამოვთქვი - "ალბათ თავს ვიდანაშაულებ? თითქოს, უსუსური ვარ?"
მკითხა, იმ სხვა ადამიანებსაც უსუსურებად თუ ვთვლიდი, რომლებიც წამლებს იღებდნენ. უარის ნიშნად დაუყოვნებლივ გავაქნიე თავი - რა თქმა უნდა, არა. მაშინ რატომ ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი უსუსური?
შეხედულება, თითქოს ის ადამიანები, რომლებიც ფსიქიკური დაავადებების გამო მედიკამენტურ მკურნალობას გადიან, სუსტები არიან, ინტერნალიზებულ სოციალურ სტიგმაშია ფესვგადგმული. ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უცნაური აზრთა სხვაობა არსებობს; საზოგადოების ნაწილი ამ ავადმყოფობებს "ფიზიკურ" დაავადებებთან შედარებით ნაკლებად "ნამდვილებად" აღიქვამს. მაგრამ ტვინიც ხომ ჩვენი ფიზიკური სხეულის ნაწილია? თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა ადამიანისთვის საწოლიდან ადგომას, მცირე მანძილზე გადაადგილებასა და სათანადოდ კვებას შეუძლებელს ხდის, როგორ არ არის ეს ფიზიკური სნეულება? მსგავსი მიდგომა ამყარებს წარმოდგენას, რომ რადგან ვიღაცის ტკივილი უხილავია, ის ნამდვილი არაა.
უამრავი ადამიანისთვის დეპრესია ქრონიკული დაავადებაა (როგორც მეცნიერები 2010 წლის კვლევაში წერენ - "განმეორებადობის ფაქტორი ამ მდგომარეობის თანამდევი მოვლენაა და პაციენტების დაახლოებით მესამედს ქრონიკული დეპრესია უვითარდება"). მედიკამენტებისთვის თავის დანებება დეპრესით დატანჯულთა შორის სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზიც კი ხდება ხოლმე. უამრავ ადამიანს, როდესაც თავის უკეთ გრძნობას იწყებს, ავიწყდება, რამდენად ძლიერად იტანჯებოდნენ; ავიწყდება, რომ უკეთესად მიღებული წამლების წყალობითაა და მათ სმას წყვეტს. ასეთი ადამიანებისთვის ანტიდეპრესანტებზე ან შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე დამოკიდებულების გაჩენისა და გვერდითი მოვლენების ალტერნატივა, ჩემი ღრმა რწმენით, სიკვდილზე უარესი ან, სწორედაც რომ, სიკვდილია.
ფოტო: Getty
ის, რომ ამ პრობლემას სათანადო ყურადღებას არ უთმობენ, ნაწილობრივ სათანადო კვლევების ნაკლებობით შეიძლება აიხსნას. აშკარაა, რომ გრძელვადიანი კვლევები ძვირია და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების ინტერესებში არ შედის. ის კი ფაქტია, რომ თითქმის ყველა კვლევა - აკადემიური ინსტიტუტების მიერ ჩატარებულიც კი - ფარმაცევტული კომპანიების დაფინანსებულია. მაგრამ, ამასთან, სხვა ფაქტებიც არსებობს: ტვინი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე კომპლექსური ორგანოა და ამიტომ გასაგებია, რომ ჩვენ მისი შესწავლისას ჯერ კიდევ გალილეოს პერიოდის ეტაპზე ვართ. ფსიქიკური დაავადებები, როგორც სერიოზული სამედიცინო საკითხი, მხოლოდ რამდენიმე ათწლეულია, შეისწავლება. ექიმებსა და მკვლევრებს კიდევ უამრავი რამ აქვთ სასწავლი. ბოლომდე ცნობილი ისიც კი არ არის, რომ პრობლემები სათავეს ჩვენს ტვინში იღებენ და არა - ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილში ან, სულაც, საერთოდ სხვა სისტემაში. მაგალითად, 2015 წლის კვლევა ვარაუდობს, რომ დეპრესიის შესწავლისას "გამორჩენილი რგოლი" საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ტვინს შორის არსებული ურთიერთკავშირია.
რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ანტიდეპრესანტების ან შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება მხოლოდ მცირე ხნით სჭირდებათ. საწყენია, რომ ასეთი ადამიანებისთვის ისეთი მედიკამენტების ძალიან მწირი არჩევანი არსებობს, რომელთა მიღებასაც გართულებების გარეშე შეწყვეტენ. მაგრამ ბევრ ჩვენგანს მუდმივად გვჭირდება წამლების სმა და ის არასწორი შეხედულება, რომ მედიკამენტები მხოლოდ მცირე დროით მიღებისთვის არის გათვლილი, ძალიან საზიანოა და სტიგმას აძლიერებს. ეს ყველაფერი იმ წარმოდგენის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტების მიღება სისუსტის მანიშნებელია. მაგალითად, ტაიმსის ერთ სტატიაში ვკითხულობთ: "აბების მუდმივი მომხმარებლები ინტერვიუებში საუბრობენ ძნელად აღსაწერ მოუშორებელ გაღიზიანებაზე: როგორც თავად ამბობენ, წამლების ყოველდღიურად მიღება საკუთარი ბრძოლისუნარიანობის ეჭვქვეშ დაყენებისკენ უბიძგებთ".
როგორ შეიძლება, რომ ეს სოციალური სტიგმის შედეგი არ იყოს? დამკვიდრებული მენტალიტეტის მიხედვით, ადამიანის მხრიდან საკუთარ დაავადებაზე პასუხისმგებლობის აღება როგორღაც "ბრძოლისუნარიანობის" ნაკლებობის მანიშნებელია და არა - მისი სიძლიერისა და გონიერების.
რატომ ვეთაყვანებით ტანჯვას? ის ლამის ხელშეუხებელი მორალური ღირებულებაა; თითქოს, სასოწარკვეთილ მდგომარებაში ყოფნა რაიმე სახის ქება-დიდების ღირსია. მაგრამ რა არის ასეთი ცუდი იმაში, რომ ჩვენი ცხოვრება ასატანი გავხადოთ და მის გასაუმჯობესებლად ცოდნა და მეცნიერება დავიხმაროთ?
ფოტო: Shutterstock
ამ თემაზე საუბრისას ყველაზე ხშირად გამოყენებული ანალოგია დიაბეტია: მისით დაავადებულ ადამიანს ვინმე ინსულინის მიღების გამო გაკიცხავდა? მარის კრეიზმანი, რომელიც დიაბეტთან გამკლავების საკუთარ გამოცდილებაზე წერს, მხარს უჭერს ამ ანალოგიას. მისი თქმით, იმის გაცნობიერება, რომ მისთვის დიაბეტი "მუდმივი მდგომარეობა" იყო, საკუთარი შფოთვითი აშლილობის არსის გაგებაში დაეხმარა.
"დიაბეტი ჯერ კიდევ განუკურნებელი დაავადებაა", - ამბობს ის, – "გასულ წელს მივხვდი, რომ შფოთვაც ასეთივეა. ანტიდეპრესანტებს მხოლოდ მწვავე კრიზისის დროს ვიღებდი. თუმცა ჩემი შფოთვა რომ ისეთივე მუდმივი დაავადება იყო, როგორც დიაბეტი, მაშინ გავაანალიზე, როდესაც ჩემი ცხოვრება ძალიან კარგად მიდიოდა, დავქორწინდი და ჩემი კარიერაც მაკმაყოფილებდა, მაგრამ აუტანელ სევდას მაინც ვერაფერი მოვუხერხე".
იმის მიუხედავად, რომ ქრონიკული დაავადების ქონასთან შეგუება ბავშვობიდან მოუხდა და მედიკამენტების უწყვეტად მიღების იდეას შეგუებული იყო, კრეიზმანს მაინც დრო დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მისი ფსიქიკური დაავადება ისეთივე ქრონიკული და ისეთივე რეალური იყო, როგორიც - დიაბეტი. აქედან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ კრეიზმანის გამოცდილების არმქონე ადამიანებისთვის ფსიქიკურ დაავადებების მედიკამენტურ მკურნალობასთან დაკავშირებული სტიგმა კიდევ უფრო მწვავედ შეიგრძნობა.
ზუსტად მაშინ, როდესაც იმ ფაქტთან შეგუება დავიწყე, რომ აბების მიღება სიცოცხლის ბოლომდე მომიწევდა, პრეპარატმა, რომელსაც დაახლოებით რვა წლის განმავლობაში ვიღებდი, მოქმედება შეწყვიტა. ეს ჩემს ფსიქიატრთან ზემოთ აღწერილი დიალოგიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა. სამსახურის ოფისის ცარიელ კაბინეტში ჩავიკეტე, ოთახის კუთხეში ჩავიკეცე და ჩემს ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს დავურეკე. ამ დროისათვის უკვე კვირები იყო გასული, რაც, სამსახურისკენ მიმავალი, გზაში ყოველდღე ვტიროდი. ახლაც, აქვითინებულმა, მეგობრისთვის იმის ახსნას შევეცადე, თუ როგორ ცუდად ვიყავი; როგორ ვგრძნობდი, რომ არაფრად არ ვღირდი; რომ ნებისმიერი რამ, რასაც ვაკეთებდი ან ვფიქრობდი, არაფერს ნიშნავდა; და რომ მე ძალიან, ძალიან მეშინოდა.
ის მისმენდა და სანუგეშო სიტყვებს მაშველებდა. შემდეგ სიფრთხილით მითხრა, რომ ასეთ მდგომარეობაში დიდიხანია, არ ვენახე. ის იმ ფასდაუდებელ მეგობართა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ჩემნაირ ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს: მას შეუძლია, ასეთ ტკივილს არ შეუშინდეს და გადამეტებული ემოციების გარეშე დაგიდგეს მხარში. მან საუბრისას ისეთი რამ მითხრა, რამაც მეხსიერებაში მივიწყებული დიალოგი გამახსენა. რვა წლით ადრე, დეპრესიის მეორე დიდი შემოტევის დროს, ჩემს ფსიქიატრს ვუთხარი, რომ ვიცოდი, ვერავინ გრძნობდა და ხვდებოდა იმას, რასაც მე ვრძნობდი; კერძოდ კი იმას, რომ არაფერს ჰქონდა აზრი, ყველაფერი უმნიშვნელო იყო ან უმნიშვნელოზე უარესი; და მე, უბრალოდ, არ შემეძლო იმის გაგება, როგორ ვერ ხვდებოდნენ ამას სხვები. ფსიქიატრმა მითხრა, რომ დეპრესია ცვლის აზროვნების ლოგიკას. მართლაც, როცა ისევ კარგად ვხდებოდი ხოლმე, რასაც მანამდე ვფიქრობდი, ჩემთვისაც კი გაუგებარი ხდებოდა.
ფოტო: Silvia Pelissero
ეს რომ გამახსენდა, მაშინვე გავაცნობიერე, რომ ჩემი ლოგიკა კვლავ შეცვლილიყო. ფსიქიატრს დავურეკე და დარწმუნებულმა ვუთხარი, რომ დანიშნული მედიკამენტები აღარ მოქმედებდნენ. მომდევნო რამდენიმე თვე მედიკამენტების არჩევასა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის სასოწარკვეთილ ბრძოლაში გავატარე, რადგან ვგრძნობდი, თითქოს შეპყრობილი ვიყავი რაღაცით, რასაც ჩემი მოკვლა სურდა. სხვადასხვა მედიკამენტის მიღება ვცადე. ზოგიერთი მაშინვე იწყებდა მოქმედებას, მაგრამ რაღაც ბოლომდე წესრიგში მაინც არ იყო. ზოგი მოქმედებას იწყებდა, მაგრამ შემდეგ ისეთი გვერდითი მოვლენები იჩენდა თავს, რომლებთან თანაცხოვრებასაც ვერაფრით შევძლებდი. თუმცა ამ გამოცდილების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ნაწილი ის იყო, რომ ძალიან დიდ ტკივილს განვიცდიდი და ეს ტკივილი სხვებისთვის სრულიად უხილავი იყო.
აქამდე, ის ფაქტი, რომ გარე სამყაროს ჩემი მდგომარეობის არ ესმოდა, საკუთარ თავში ეჭვს შემატანინებდა. შენ სუსტი ხარ, გავუმეორებდი ჩემს თავს, უფრო მეტად მოინდომე. მაგრამ მე ხომ ისედაც არაამქვეყნიური ძალისხმევის ხარჯზე ვინდომებდი; და პირველად ცხოვრებაში ჩემი მონდომება გაცნობიერებული მქონდა და ეს საკმარისი იყო.
ახალი მედიკამენტის მოქმედების დაწყებას ორი თვე დასჭირდა. ჩემს ექიმს ყოველკვირეულად ვეუბნებოდი - "თავს უკეთ არ ვგრძნობ. როდის ვიგრძნობ თავს უკეთესად?" მაგრამ მდგომარეობა არც უარესდებოდა, ამიტომ მოთმინებით ვუსმენდი, როგორ მირჩევდა ექიმი, კიდევ ერთი კვირა დამეცადა, კიდევ ცოტა დრო მიმეცა. ერთ დღესაც ქუჩაში მივდიოდი. ახლაც კი ზუსტად მახსოვს, რა ვიგრძენი; ადრეული გაზაფხულის მზიანი თუმცა გრილი დღე იდგა. მე ლანჩიდან სამსახურში ვბრუნდებოდი, რომ სტატიაზე მუშაობა გამეგრძელებინა. და უცბად ჩემი თავი ამ ფიქრზე გამოვიჭირე - "შეიძლება, ეს წამალი საერთოდაც არ მჭირდება. თავს კარგად ვგრძნობ და ის ამ დროს არც კი მოქმედებს".
ამ ფიქრის აბსურდულობა რომ გავიაზრე, სიარული შევწყვიტე და ხმამაღლა გამეცინა. წამალი მოქმედებდა. მოქმედებდა ზუსტად ისე, როგორც ანტიდეპრესანტი უნდა მოქმედებდეს, როდესაც ის სწორადაა შერჩეული - იმდენად შეფარულად, რომ ვერც კი შევნიშნე.
-
ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა
გადახედვა
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
როგორ წავიკითხოთ წყლის ეტიკეტი და რას ნიშნავს ზედ დატანილი სიმბოლოები როგორ წავიკითხოთ წყლის ეტიკეტი და რას ნიშნავს ზედ დატანილი სიმბოლოები
-
ხის ბაყაყის ორგანიზმში სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ბაქტერიას მიაგნეს ხის ბაყაყის ორგანიზმში სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ბაქტერიას მიაგნეს
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები
-
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
გადახედვა
-
260 000 000 ლარი — თეგეტა ჰოლდინგმა ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა 260 000 000 ლარი — თეგეტა ჰოლდინგმა ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
-
"ოცნების" წევრებისთვის სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ დისკუსიები გრძელდება — ევროკომისიის პასუხი ემიგრანტებს "ოცნების" წევრებისთვის სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ დისკუსიები გრძელდება — ევროკომისიის პასუხი ემიგრანტებს
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია
-
TI სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების, ალექსი პეტრიაშვილის, ნათია გოგსაძის და ლევან მარგიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს TI სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების, ალექსი პეტრიაშვილის, ნათია გოგსაძის და ლევან მარგიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს
გადახედვა
- თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე
-
რა ხდებოდა კოსმოსში 2025 წელს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ რა ხდებოდა კოსმოსში 2025 წელს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
ცოტნე ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხემძღვანელობას ულოცავს ცოტნე ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხემძღვანელობას ულოცავს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს
-
ორბელიანის მოედანზე ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა ორბელიანის მოედანზე ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა
გადახედვა
-
"საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?" — ბაჩო ახალაიას ადვოკატი "საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?" — ბაჩო ახალაიას ადვოკატი
გადახედვა
-
გევორგ პაპოიანი: თბილისმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ბენზინის ტრანზიტს "მაღალი და არაკონკურენტული" ტარიფი დაადო გევორგ პაპოიანი: თბილისმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ბენზინის ტრანზიტს "მაღალი და არაკონკურენტული" ტარიფი დაადო
გადახედვა
-
ბუტკოს ჯუჯა ნაძვი — როგორ შეგიძლია შემოინახო საახალწლო განწყობა მთელი წელი ბუტკოს ჯუჯა ნაძვი — როგორ შეგიძლია შემოინახო საახალწლო განწყობა მთელი წელი
-
ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს
გადახედვა
კომენტარები