მეორად ტანსაცმელს სტუდენტთა ბიუჯეტისა და პლანეტის გადარჩენა შეუძლია
მოგბეზრდათ სწრაფი მოდა? თქვენს გარდერობში არსებული ტანსაცმლის გაცვლით, გაზიარებით და გადაკეთებით რევოლუციის მოხდენა შეგიძლიათ.
სწრაფი მოდა, შესაძლოა, იაფი და ტრენდული იყოს, მაგრამ ის დაბალშემოსავლიანი სტუდენტებისთვის ხელსაყრელი არაა.
მოდის რევოლუციის წყალობით, დღეს ამ ინდუსტრიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვიცით, რომ ტანსაცმლის მწარმოებელი ქარხნები მდინარეებს მომწამლავი ქიმიური ნივთიერებებით აბინძურებენ, ფერმერები დიდი რაოდენობით ბამბის მოსავლის მოსაყვანად ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პესტიციდებს იყენებენ და მხოლოდ ერთი მაისურის დასამზადებლად ათასობით ლიტრი წყალი იხარჯება.
"ამ ინდუსტრიის საიდუმლოებები დღეს მარტივად მჟღავნდება და მათი უგულებელყოფა ძალიან რთულია", — ამბობს დე მონტფორტ უნივერსიტეტის მოდის კომუნიკაციის და სტილის პროგრამის ხელმძღვანელი ჯესიკა დონელი.
სწრაფი მოდა უარყოფით გავლენას არამხოლოდ ხალხზე და გარემოზე ახდენს, არამედ ის თქვენს საბანკო ბალანსსაც ამცირებს. ჩვენი საყვარელი ბრენდები უფრო მეტი და მეტი ტანსაცმლის შეძენისკენ გვიბიძგებენ. დღეს 60%-ით მეტ ტანსაცმელს ვყიდულობთ და მათ უფრო ნაკლები დროის განმავლობაში ვიყენებთ ვიდრე თხუთმეტი წლის წინ.
24 წლის მელანი ლიმანი ვებსაიტ Depop-ზე ტანსაცმელებს ყიდის, რათა ბინის ქირის გადახდა შეძლოს.
ფოტო: Ophelia Wynne / Guardian
ახალი ტანსაცმლის სასწრაფოდ შეძენის ნაცვლად, ხომ არ ჯობს, ცოტა უფრო კრეატიულები ვიყოთ და ძველი ნივთებისგან შესანიშნავი რაღაცეები შევქმნათ?
ცენტრალ სეინტ მარტინის ხელოვნების აკადემიის ხელოვნების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, 24 წლის მელანი ლიმანი ამბობს:
"მე 18 თვის წინ ვებსაიტ Depop-ზე დავიწყე იმ ტანსაცმლის გაყიდვა, რომელთაც უკვე აღარ ვიცვამდი და დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, ეს ჩემთვის ერთგვარი ბიზნესი გახდა. ეს საქმე სამოსის საქველმოქმედო მაღაზიებში და ბაზრობებზე ძიებით დავიწყე. ამას გარდა, წელიწადში რამდენჯერმე, ტაილანდში, ჩემს სახლში მივემგზავრები, სადაც ვინტაჟური ტანსაცმლის საკმაოდ იაფად შეძენაა შესაძლებელი. სადაც არ უნდა წავიდე, ვცდილობ, რომ საქველმოქმედო მაღაზიებსა და სხვადასხვა ბაზრობებს აუცილებლად ვესტუმრო. მხოლოდ Depop-ზე ორი კარადა ტანსაცმელი გავყიდე.
სურათების გადაღებისას უმჯობესია, რომ გასაყიდი სამოსი ვინმეს ჩააცვა — ასე უფრო მეტი შანსია, რომ ხალხი მათ შეიძენს. დიდი დროც არ მიაქვს — ყველა იმ ტანსაცმელში სურათის გადასაღებად, რაც მარაგში მაქვს, ერთი ან ორი საათი მჭირდება. ფოტოებს ინტერნეტში მაშინვე არ ვტვირთავ. ტანსაცმლის გასაყიდად კარგია კვირა დღე, ასევე მათ დიდ რაოდენობას ხელფასის დღისთვის ვიტოვებ, რადგან ვიცი, რომ მაშინვე უამრავი მყიდველი გამოჩნდება.
ნივთების გაყიდვას თქვენც გირჩევთ, განსაკუთრებით, სტუდენტობის პერიოდში, რადგან ასე გარემოს გადარჩენას და ფულის გამომუშავებასაც შეძლებთ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს საქმე ჩემთვის ბიზნესი გახდებოდა, მაგრამ ყველაფერი მცდელობით მოდის. თავიდან ჯიბის ფულს ვშოულობდი, ახლა მიღებული შემოსავალით ბინის ქირასაც კი ვიხდი".
რჩევები:
- გინდათ თქვენი ძველი ჯინსები განაახლოთ? მისი ბოლოები მაკრატლით გადაჭერით, შემდეგ გარეცხეთ და ახალი შარვალიც მზადაა;
- ნაქსოვი ტანსაცმლის ძველი იერის დასაბრუნებლად მას ბლაგვი სამართებელი ნაზად გადაუსვით;
- ქვედაბოლოს ფოჩები გაუკეთეთ, ვინტაჟურ ჯინსის ქურთუკს ფიგურული ქსოვილი მიაკერეთ, ჩუსტებს სეკინები მიაწებეთ ან ძველ მაისურზე სასურველი სლოგანი ამოქარგეთ;
- ტანსაცმლის შეღებვა მათ მთლიანად განსაახლებლად შესანიშნავი იდეაა. ისინი ერთ ფერში ან ტრენდული Tie-dye-ის სტილის სამოსის შესაქმენლად რეზინების გამოყენებით სხვადასხვა ფერებში შეღებეთ;
- ტანსაცმლის ხვრელების ფერადი ძაფებით ამოკერვით თუ ჯინსებზე გასაფორმებელი ქსოვილის მიკერებით თქვენი სამოსი ყველასგან განსხავებული გახადეთ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები