ერთი მეტრის სიმაღლის თუთიყუში დედამიწაზე ცხოვრობდა — აღმოჩენა ახალ ზელანდიაში
ფოტო: Brian Choo / Biology Letters
ერთ დროს აქტიური, ინდუსტრიული სიცოცხლით სავსე ქალაქი, სენტ ბათანსი, ახლა მშვიდი, ტურისტების საყვარელი სივრცეა. ახალი ზელანდიის გულში, ოტაგოს რეგიონის ამ ნაწილში ოქროს და ქვანახშირის მოპოვება უკვე დიდი ხანია შეწყვეტილია. ქალაქს კი მართლაც შესაშურად უნიკალური მდებარეობა აქვს: იგი მილიონობით წლის წინ დამშრალი ტბის თავზე მდებარეობს. გასაკვირი არაა, რომ ტურისტების კვალდაკვალ, ამ წყნარ, პროვინციულ დასახლებას არქეოლოგებიც ხშირად სტუმრობენ.
ასე მოხდა 2008 წელსაც. არქეოლოგებისა და მოხალისეთა ჯგუფმა მორიგი გათხრებისას განამარხებული ძვლის ფრაგმენტები აღმოაჩინა. ისინი დაინომრა და არქივში გადაიგზავნა, სადაც მათ თაროზე 10 წელი დაყვეს, სანამ ასპირანტი ტრევორ ვორთის ყურადღება არ მიიქციეს. ეს დიდი ზომის ძვლის ფრაგმენტები, ერთი შეხედვით, მის აღწერაში მითითებულ "არწივის ძვლებს" არ წააგავდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შესაძლოა ვორთის წინაშე მეცნიერთათვის აქამდე უცნობი სახეობის ფაქტობრივი მტკიცებულება იყო. ახალგაზრდა მკვლევარი ამ თავსატეხის ამოხსნას შეუდგა.
მეცნიერი თავის ჯგუფთან ერთად მსგავსი ანატომიური მახასიათებლების მქონე ძვლების ძიებას შეუდგა. ეტაპობრივად საკვლევი არეალი შემცირდა და ვორთისთვის ნათელი გახდა: მას ხელთ თუთიყუშისნაირთა რიგის დიდი ზომის წარმომადგენლის ძვალი ეპყრა.
დედამიწაზე თუთიყუშისნაირთა 350 სახეობა ბინადრობს. მათ შორის ზომით ყველაზე დიდი კაკაპოა და მისი სამშობლო სწორედაც ახალი ზელანდიაა.
ფოტო: Joel Sartore / National Geographic Photo Ark
ფრენის არ მცოდნე ამ გასაოცარი ფრინველის ბედი 1995 წელს ბეწვზე ეკიდა, როდესაც კაკაპოების რაოდენობა 51 ერთეულამდე შემცირდა. დიდად გაუმჯობესებული მდგომარეობა არც ამჟამად აქვთ: ველურ ბუნებაში სულ რაღაც 189 ინდივიდი იბრძვის გადარჩენისთვის.
ვორთსის ჯგუფმა ძვლის მიხედვით თუთიყუშის ზომის და ასაკის განსაზღვრა სცადა. მიღებული შედეგები გამაოგნებელი გახლდათ.
სიმაღლე: დაახლ. 1 მეტრი
წონა: დაახლ. 7 კგ
ასაკი: 15 — 19 მილიონი წელი
აღმოჩენის მნიშვნელობის გააზრება ვორთისთვის მარტივი არ ყოფილა. კვლევის შედეგების მიხედვით, მის მიერ აღმოჩენილი ახალი სახეობის თუთიყუში კაკაპოზე ზომით 2-ჯერ დიდი გახლდათ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მკვლევარის ავანტიურისტული დაშვება ძალზე ხმამაღალი განაცხადი იქნებოდა სამეცნიერო საზოგადოებაში: მას ხომ ყველაზე დიდი ზომის თუთიყუშის არსებობის დამამტკიცებელი ფაქტობრივი მასალა გააჩნდა! რა თქმა უნდა სახელიც შესაბამისი შეურჩია: Heracles inexpectatus — ბერძნული მითოლოგიის უძლეველი გმირის ჰერაკლეს პატივსაცემად.
ამ გასაოცარი ფრინველის ზომა უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ: თუთიყუში ჰერკულესი ზომით სენბერნარის ჯიშის ძაღლზე დიდი იქნებოდა და იგი საშუალო სიმაღლის ადამიანს ალბათ წელამდე მისწვდებოდა.
ფოტო: Professor Paul Scofield, Canterbury Museum / IFLScience
გიგანტური თუთიყუში ხმელეთზე ცხოვრობდა და მას ფრენა არ შეეძლო. ნიადაგის ანალიზის მიხედვით ვიცით, რომ იგი სუბტროპიკულ ჰავაში ცოცხლობდა და შესაბამისად მის საცხოვრებელ სივრცეში ტროპიკული ხილის მსხმოიარე 60-მდე სახეობის ხე ხარობდა. ასე რომ, თუთიყუშ ჰერკულესს წესით არ მოშივდებოდა, თუმცა ასეთი დიდი ზომის ფრინველი მხოლოდ ხილის იმედად ვერ იქნებოდა. საჭირო კალორიების დაგროვება ახალ ზელანდიურ ცივ ზამთარში ძალზე პრობლემატური უნდა ყოფილიყო.
გადარჩენისათვის ფრინველები ხშირად ძალზე რთულ ადაპტაციურ გზებს ირჩევენ და შესაძლოა ჩვენი გმირიც არ ყოფილიყო გამონაკლისი. ამ მოსაზრების ფაქტობრივი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა თუთიყუში ჰერკულესი სხვა თუთიყუშებით იკვებებოდა!
ტრევორ ვორთის აღმოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია თავისი ღირებულებით. ეს ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის მრავალფეროვნების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და სიმბოლურად იმის შემახსენებელიც გახლავთ, რომ დედამიწის ბიომრავალფეროვნებას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.
ამ ფანტასტიკური აღმოჩენის შესახებ მკვლევართა ჯგუფმა გუშინ, ჟურნალში Biology Letters გამოქვეყნებული სტატიით ამცნო მსოფლიოს.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა

კომენტარები