იამაიკელ-ქართველი ლუკა #სირცხვილიას აქციიდან
"მე მქვია ლუკა...ნახევრად იამაიკელი ვარ და ნახევრად მეგრელი. 7 წელი ვიცხოვრე ლონდონში და მოქალაქეც ვარ, მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა მოხდეს არ მინდა სხვაგან ცხოვრება... დრამატულად რომ ვთქვათ, მინდა აქ გავატაროთ ბოლო წუთები", — აქცია #სირცხვილიას ერთ-ერთი მონაწილე.
ფოტო: ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
რომ შევხვდი, პირველ შეკითხვად ის დავუსვი, ტრიბუნიდან რომელი ტექსტითაც მოგვმართე, თავიდან ბოლომდე შენი იყო, თუ მოგეხმარა მეთქი ვინმე დაწერაში. ლუკამ კი მოკლედ და დარცხვენა-ნარევი ხმით მიპასუხა, ჩემი იყოო, მაგრამ ბაბუაც ახლდა თან და შვილიშვილის საქომაგო ვრცელი პასუხი მან დამიბრუნა.
ასე მოჰყვა ამბავს ბაბუა ზაური: ლუკამ ჯერ ის გაგვაგებინა, ამ აქციებზე მინდა გასვლაო, მერე ის გვითხრა, თქმაც მინდა იქ რაღაცისო, შემდეგ ტექსტი აკრიფა თავის მობილურში და ოჯახს წაგვიკითხაო. მე კი მწერალი კაცი ვარ, მაგრამ, აბა, როგორ ჩავერეოდი, თავისი იყო სათქმელი და თავისივე უნდა ყოფილიყო ფორმაც; ერთი ის ვუთხარი, შენს სიტყვაში კი იგრძნობა თავისუფლება, მაგრამ თქმისას არ შეიბოჭო და ანერვიულდე, აუდიტორია დიდი გეყოლება და შეიძლება, აღელდე, მთავარია, იქაც თავისუფლად იდგეო.
პარასკევს, 5 ივლისს, პროტესტის მეთექვსმეტე დღეს თუ პარლამენტის წინ, ანუ "სამსახურში" იყავით, იქვე მოისმენდით ლუკას გამოსვლას. ისიც გეცოდინებათ, მაშასადამე, შესანიშნავად რომ გაართვა თავი ამ ბიჭმა ძალიან კარგი სიტყვების ძალიან კარგადვე ტრიბუნიდან თქმას. სიამაყით იღიმოდა ბაბუაც პარლამენტის წინ.
ლუკას ისტორია არის ასეთი: მშობლებმა ერთმანეთი ლონდონში გაიცნეს. წარმოშობით იამაიკელი დედა, მესამე თაობის წარმომადგენლად ცხოვრობდა ინგლისში. რვა წლამდე იქ იზრდებოდა ლუკაც. მერე რა მოხდა მეთქი, რომ ვიკითხე, პასუხი მივიღე დიდად მოულოდნელი: თბილისის ანძა მიყვარდაო, მითხრა ლუკამ. უფრო ვრცლად კი თურმე ასე იყო: რვა წლამდე სამჯერ თუ ოთხჯერ საქართველოში საზაფხულოდ სტუმრად ყოფილა.
ამ ზაფხულების განმავლობაში აქაურობა შეჰყვარებია ძალიან. "მთლიანი ატმოსფერო ძალიან საყვარელი იყო", ასე მითხრა — "ბებია-ბაბუა, სხვა ადამიანები, საჭმელები და განსაკუთრებით, ანძა".
ვერაზე ცხოვრობდნენ, ახლაც იქ არიან, ჰოდა ყოველ ღამით, ძილის წინ, თურმე გადიოდა ოთახიდან და ანთებულ ანძას საათობით უყურებდა, ჩუმად. პირველი სიტყვაც, რაც უსწავლია ქართულ ენაზე, ანძა ყოფილა. ანძა, რძე და კიდევ ვაშლატამა. უკვე რვა წლისას, აქაურობაზე შეყვარებულს, გამოუთქვამს ოჯახში ინიციატივა, საქართველოში გვეცხოვრაო იქნებ. და წამოვიდნენ.
ერთმანეთს "თავისუფლების მსვლელობაზე" შევხვდით და გზაზე საუბარი არ შეგვიწყვეტია. რომელი ერთი საკითხი უნდა შევარჩიო მოსაყოლად, არ ვიცი. ლუკას ყველა აზრს, ყველა სიტყვას გაფართოებული თვალებით ვუსმენდი. ამ 14 წლის ბიჭს ყველა შეკითხვაზე ბევრჯერ ნაფიქრი, უგულწრფელესად განცდილი პასუხი ჰქონდა დასაბრუნებლად გამზადებული. აქციებზეც ვისაუბრეთ, ასე მითხრა, რეინკარნაციის მსგავსი მგონია საქართველოსთვის ეს ეტაპი, რუსეთისგან გამიჯვნის, ნამდვილი დამოუკიდებლობის გზაზე დადგომაო. ოღონდ ის არ ივარგებს, რუსეთსზე ზოგადობით თუ ვილაპარაკებთ, მე პოლიტიკა არ მომწონს გაცხადებული, თორემ რუსი ადამიანები დამნაშავეები, ცხადია, არ მგონიაო.
ვილაპარაკეთ მის ინტერესებზეც. იმსიგრძე სია ჩამომითვალა "კლასგარეშე" საქმიანობების, ყველა პუნქტის გახსენება ვერაფრით გამომივა. ზოგადად კი ეს ინტერესები უამრავი მიმართულების, უამრავი ფორმის და მნიშვნელობის იყო. იმდენად უამრავის, რომ გამოსაქვეყნებელ სტატიას სათაური გონებაში იმავე წამს დაერქვა. თუ რამე მოკლედ უნდა ითქვას ამ საოცარ ადამიანზე, ალბათ ის, რომ ლუკა "მრავალფეროვნების სახეა".
ოდესმე, გულის სიღმეში მაინც, ანძის სიყვარულით მიღებული გადაწყვეტილება თუ გინანია მეთქი, გზის ბოლოს ესეც ვკითხე. დასრულებაც არ დამაცადა. ინგლისშიც ხშირად ჩავდივარ ნათესავებთან, ამერიკაშიც - დეიდის ოჯახთან, მაგრამ არასდროს იქ დარჩენაზე არ ვფიქრობო. ძალიან კარგია საქართველო, აქ მინდა ყოფნა და მიხარია, იმის იმედიც და ცოდნაც რომ მაქვს, რომ ცოტა ხანში, უკეთესიც იქნება აქაურობა იმიტომ, რომ აი, ეს პროტესტი ზუსტად ამ მნიშვნელობის მქონეაო. ჩვენმა "თავისუფლების მსვლელობამ" ასე ჩაიარა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა

კომენტარები