კომეტებზე მონადირე ზონდმა როზეტამ 12 წლიანი მოღვაწეობა შეჯახებით დაასრულა
ფოტო: Gawker
კოსმოსში მოდრეიფე კომეტის 12 წლიანი დევნისა და შესწავლის შემდეგ, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდმა, სახელად როზეტამ, კომეტის ყინულოვან ზედაპირზე გეგმიური დაჯახებით თვითლიკვიდაცია მოახდინა.
როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისიების მართვის ცენტრმა განაცხადა, მათი კავშირი ზონდთან ამ პარასკევს, დილის 6:39-ზე, მას მერე შეწყდა, რაც საკვლევი ხომალდი კომეტა 67P/Churyumov-Gerasimenko-ს ზედაპირზე აფეთქდა.
ESA-ს (European Space Agency) ხელმძღვანელის, იან ვოერნერის აზრით, როზეტას მისია წარმატებულია, რადგან ამ ზონდმა თავისი 12 წლიანი მისიის მანძილზე კომეტებზე უამრავი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომლის გაანალიზებას მეცნიერების რამდენიმეწლიანი შრომა დასჭირდება. როზეტას ზონდი იმითაცაა უნიკალური, რომ მან, პირველმა ისტორიაში, მოახერხა კომეტაზე დაჯდომა. იმ კომეტაზე, რომელიც მისივე სასაფლაო გახდა (67P).
როზეტას ზონდს სხვა ზონდებისგან ის განასხვავებდა, რომ მას შეეძლო ერთ ობიექტზე ხანგრძლივი დაკვირვება. მაგალითისთვის, Deep Impact-ის მიერ 2005 წელს კომეტა Tempel 1-ისკენ გასროლილი ზონდი თავის საკვლევ ობიექტს მხოლოდ 15 წუთის მანძილზე სწავლობდა, მაშინ, როდესაც როზეტამ 67P-ს გარშემო ორბიტაზე დაკვირვების 786 დღე გაატარა და აღწერა მისი ცვლილების რამდენიმე სეზონი კომეტის მზესთან მიახლოებისას და დაშორებისას.
როზეტას მიერ მოპოვებულმა ფაქტებმა ბევრი დომინანტური სამეცნიერო თეორია დააყენა ეჭვქვეშ - მაგალითად, ის, თუ როგორ გაჩნდა დედამიწაზე წყალი, ან სად და როგორ უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე.
ამ დროის მანძილზე, კომეტა ისე დაშორდა მზეს, რომ ზონდის მზის პანელები უკან დასაბრუნებელ ენერგიას ვეღარ აგროვებდნენ და მკვლევარებმა გადაწყვიტეს, რომ ზონდი კომეტის ზედაპირზე ჩამოეგდოთ.
ხუთშაბათს როზეტამ უკანასკნელი დირექტივა მიიღო, ბოლო ინფორმაცია მოაგროვა და 4 კილომეტრის დიამეტრის მქონე კომეტისკენ სასიკვდილო აჩქარება დაიწყო. დედამიწიდან დიდი მანძილით დაშორების გამო (720 მილიონი კილომეტრი), როზეტას სიკვდილის სიგნალი 40 წუთის დაგვიანებით მოვიდა.
კომეტის ზედაპირზე დაცემის დაბალი სიჩქარის გამო (წამში 90 სმ, ადამიანის სეირნობის სიჩქარე), აპარატმა მოახერხა აქამდე არნახულად ახლოდან გადაეღო კომეტის ზედაპირი. ეს მისგან ბოლო საჩუქარი იყო.
ფოტო: ESA
როზეტა კიდევ ერთ პატარა სიურპრიზს ინახავს - მის ზედაპირზე ლითონის ფირფიტაა დამაგრებული, რომელზეც ათასამდე სხვადასხვა ენაზე დაწერილი ტექსტია - საჩუქარი ნებისმიერისთვის, ვინც მას ოდესმე იპოვის.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები