ქრისტიანული ორგანიზაცია Good Omens-ის შეწყვეტას შეცდომით Netflix-ს სთხოვდა
ფოტო: Sophie Mutevelian / Amazon Studios
ამერიკაში, ქრისტიანულმა ორგანიზაციამ პეტიცია შექმნა, რომელიც Netflix-ს ტელესერიალი Good Omens-ის სტრიმინგის მოხსნას ითხოვდა.
პეტიციას ხელს 21 116-მა ადამიანმა მოაწერა. მოთხოვნაში ეწერა, რომ ნეტფლიქსმა თავისი პლატფორმიდან ეს სერიალი უნდა მოაშოროს. თუმცა, საქმე ისაა, რომ Good Omens-ს არა ნეტფლიქსის, არამედ Amazon-ის შექმნილია.
"ეს სერიალი ეშმაკებს და სატანისტებს, როგორც ნორმალურს და კარგს ისე გვიჩვენებს და ღვთის გმობითაა დაკავებული", — წერია პეტიციაში.
პეტიციის ხელმომწერთა სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ასევე აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ სერიალში ღმერთი ქალის ხმითაა წარმოდგენილი. ანტიქრისტე წარმოდგენილია ჩვეულებრივი ბავშვის სახით და აპოკალიფსის ოთხი მხედარი ნაჩვენებია, როგორც ბაიკერების ჯგუფი.
"გთხოვთ, ხელი მოაწეროთ ჩვენს პეტიციას. ვუთხრათ ნეტფლიქსს, რომ ჩვენ მშვიდად ვერ ვუყურებთ, თუ როგორ ანადგურებენ იმ შემზარავ ბარიერს, რომელიც ჩვენ გვაქვს ბოროტების მიმართ."
პეტიცია ორგანიზაცია Christian Return to Order-ის ვებსაიტზე 20 ივნისს გაქრა. მათივე ვებსაიტის მიხედვით, Return to Order ამერიკული საზოგადოებაა, რომელიც იცავს ტრადიციას, ოჯახს და კერძო საკუთრებას.
ამ ყველაფერს ნეტფლიქსი იუმორით მიუდგა
"კარგი, გპირდებით, მეტს აღარ ვიზამთ"
ხუმრობის ხასიათზე მოვიდნენ კომპანია ამაზონშიც და ტვიტერზე ნეტფლიქსს მიმართეს
"თუ თქვენ Good Omens-ს გააუქმებთ, ჩვენ Stranger Things-ის ჩვენებას შევწყვეტთ."
ამ ამბავს წიგნის ერთ-ერთი ავტორი, ნილ გეიმანიც გამოეხმაურა
"მომწონს, რომ ისინი აპირებენ ნეტფლიქსს მიმართონ ტელესერიალის გასაუქმებლად. ეს ამბავი ყველაფერს ამბობს"
კომპანია Amazon-ის ტელეშოუ Good Omens ანგელოზ აზირაფალის და ბოროტი სულის, კროულის ამბავს ყვება, რომლებიც ცდილობენ სამყარო აპოკალიფსისგან და ანტიქრისტეს მოსვლისგან იხსნან. სერიალი ცნობილი ბრიტანელი ფანტასტი მწერლების, ნილ გეიმანის და ტერი პრეტჩეტის ამავე სახელწოდების 1990 წელს გამოსული ერთობლივი რომანის მიხედვითაა შექმნილი.
-
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
კომენტარები