ივანიშვილი ენმ-ს ე.წ. საუბრის ფარულ ჩანაწერზე: ავთენტურობის დადგენა საჭირო არ არის
ფოტო: AFP
ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების საუბარი ისმის სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე. ივანიშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერის ავთენტურობის დამტკიცება საჭირო არაა, რადგან ნაცმოძრაობა ისედაც "ძალადობით არის ცნობილი":
"ავთენტურობას რაც შეეხება, არაა აქ დიდი კვლევები საჭირო და არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს ავთენტურია თუ არა. მათი ღია განცხადებები რომ ნახოთ, ერთ კონტექსტში ჯდება ეს ყველაფერი. აი ცოტა ხნის წინ ნაციონალების გაქცეულმა ლიდერმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ზე გამოქვეყნდება ეგზიტპოლები და ეს იქნება საბოლოო შედეგი".
ივანიშვილმა ასევე გაიხსენა სანდრა რულოვსის განცხადება მიხეილ სააკაშვილზე, სადაც ენმ-ს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ გვირაბის გათხრა რომ დასჭირდეს ოდესიდან სოლოლაკამდე, ექსპრეზიდენტი ამას გააკეთებს და საქართველოში ჩამოვა.
"ენმ-ში 2012 წლიდან ერთმანეთს იმით ამხნევებდნენ, რომ გაზაფხულზე გეგმავდნენ რევოლუციას, არ გამოუვიდოდათ, შემოდგომაზე გადადიოდნენ და ა.შ. ამით ამაგრებდნენ ერთმანეთს.
თან მეეჭვება, პროკურატურამ რომ თქვას, რომ ჩანაწერი ავთენტური არ არის, გამოვლენ და იტყვიან, როგორ, რას ამბობთ, ნამდვილად ვილაპარაკეთო. ამით რეკლამას იკეთებენ.
რითაც იყვნენ ცნობილნი, ქვების სროლით მოვიდნენ, ხომ გახსოვთ. ძალადობით იყვნენ ცნობილნი".
27 სექტემბერს გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის წევრების საუბარი ისმის. ისინი სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არაა. ენმ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.
შეხვედრები რეგიონულ მედიასთან - ასე ჰქვია ტელეკომპანია GDS-ის ახალ საარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს. გადაცემას 20:30-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი უძღვებიან.
-
თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
კომენტარები