რა ხდებოდა 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე — ფოტოები
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართული მასობრივი საპროტესტო აქცია სპეცრაზმთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტები პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვდნენ, მას შემდეგ, რაც მისი სავარძელი რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა მართლმადიდებლურ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში.
აქცია საღამოს 19 საათზე დაიწყო და 21 ივნისს გამთენიისას დასრულდა. შეკრებას უძღვებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ლიდერები. ასევე, მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" და მათი მხარდამჭერები.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პარლამენტში შეღწევასა და სპეცრაზმის კორდონის გარღვევას. ისინი სკანდირებდნენ: "გადადექი", "რუსეთი ოკუპანტია", "რუსეთი კლავს" .
წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა შეძლეს და სპეცრაზმის წევრებს აღჭურვილობა წაართვეს. დემონსტრანტები მასობრივად აწვებოდნენ სამართალდამცავებს, კორდონის გასარღვევად.
შეტაკებების დროს დაშავდნენ მოქალაქეები. კადრებში ჩანდა სისხლიანი აქციია მონაწილე, რომელიც იქვე მდგარ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე პარლამენტის შენობაძე აძვრა დროშით ხელში.
პერიოდულად სიტუაცია მშვიდდებოდა, თუმცა დემონსტრანტებმა არაერთხელ სცადეს კორდონს მიწოლოდნენ და გაერღვიათ.
ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო მოქალაქეებსა და უშუალოდ სპეცრაზმელებს შორისაც.
აქციის მონაწილემ სპეცრაზმელს ჩაფხუტი წაართვა.
სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზის ტყვიები გაისროლა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები მაშინვე გაიქცნენ, თუმცა მალევე დაბრუნდნენ.
სამართალდამცავები მხუთავ აირს მანამდე იყენებდნენ სანამ დემონსტრანტების რაოდენობა მაქსიმალურად არ შემცირდა და პარლამენტის მიმდენარე ტერიტორია გათავისუფლდა.
სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი დაშავდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა.
სპეცრაზმელებსა და დემონსტრანტებს შორის თითქმის 8-საათიანი შეტაკებების, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ პროტესტი ათეულობით ადამიანის დაკავებით დასრულდა.
კომენტარები