შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს დემონსტრანტებს დაემორჩილონ პოლიციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, მიიღებენ შესაფერის ზომებს.

"დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩლონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს", — წერია შსს-ს განცხადებაში.

როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან გვატყობინებს კანცელარიის მიმდებარედ სპეცტექნიკა და სპეცრაზმია მობილიზებული.