ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას ინდუსტრიული ჯგუფი აიგრუპი ავრცელებს.

მათი ცნობით, პრეზენტაციის ფარგლებში დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი. მათივე ცნობით, ღონისძიება 26 ივნისისთვის გადაიდო.

ქუთაის-გაენათის ეპარქიამ მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს, 20 ივნისს გაავრცელა.