თალაკვაძე ფიქრობს, რომ ლადო კახაძის გამარჯვება პარტიამ და კანდიდატის პიროვნებამ განაპირობა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ლადო კახაძის დიდი ანგარიშით გამარჯვება, ძირითადად, ორმა კომპონენტმა უზრუნველყო, თავად კანდიდატმა და პარტიამ, რომლის სახელითაც ის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში კვირის ინტერვიუ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დადგა მკვეთრად განსხვავებული შედეგი ლადო კახაძის შემთხვევაში 2018 და 2016 წლებში, რადგან 2016 წლის არჩევნებზე, როცა ის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელით იყრიდა კენჭს, მხოლოდ 618 ხმა მიიღო, წელს კი 10 738, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ როცა კანდიდატი ხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი პოლიტიკური გუნდის გვერდით ხდება შენი პოზიციონირება.
"ვფიქრობ, 2016 წელს ლადო კახაძის ავტორიტეტი, მისი შესაძლებლობები და რენომე, საარჩევნო შედეგების თვალსაზრისით, ერთგვარად იმ ადამიანებმა და კონკრეტულად, იმ პარტიამ და ადამიანმა შეასუსტა, ვისი სახელითაც იმ არჩევნებში გამოდიოდა" — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, პარტიული დემოკრატიის პოლიტიკურ სისტემაში დიდი მნიშვნელობა აქვს პარტიას, მის იდეოლოგიურ პლატფორმას, პარტიულ ინფრასტრუქტურას და გამოცდილებას, ზოგადად, არჩევნებისა და კამპანიების ჩატარებაში.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც ქართული ოცნება დაასახელებდა, წარმატებისთვის იყო განწირული, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კანდიდატის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს და ასეთ ფორმულირებას არ ეთანხმება.
"ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, ვისაც დედაქალაქის საზოგადოება იცნობდა და ვისაც პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა. ლადო კახაძეს ასევე ჰქონდა სუფთა წარსული და ის სუფთა სინდისით ჩაერთო ამ არჩევნებში. მე მანამდეც ვიცნობდი ბატონ ლადო კახაძეს და ვფიქრობ, ის სანდო და პრინციპების ერთგული ადამიანია", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პირველ არხზე გამართულ დებატებში ლადო კახაძემ თავის ოპონენტს დიდი ანგარიშით მოუგო და აქაც დაამტკიცა, რომ ის პოლიტიკურად კარგად მომზადებული კანდიდატი იყო.
მთაწმინდის უბანში რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატმა, ლადო კახაძემ გაიმარჯვა. 31 უბნის მონაცემებით, კახაძემ 10 738 ხმა (61,83%) მიიღო. მისმა კონკურენტმა ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ კი 6 630 ხმა (38,17%).
პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმების 41 პროცენტი (6 036 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ — 36,83% (5 422 ხმა).
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
კომენტარები