გიგა ბოკერია

28 May. 2019, 13:27

მთავრობის მიმართ საფუძვლიანმა უნდობლობამ, საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას. მთავრობისთვის ზიანის მიყენება და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება ორი სხვადასხვა რამაა და მხოლოდ იმიტომ, რომ შენთვის, თუნდაც სამართლიანად ვერასატან მთავრობას, ივანიშვილის გუნდს ზიანი მიაყენო, ამიტომ ქვეყანას არ შეიძლება ზიანი მიაყენო. 

ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ აგრესიას, რუსულ ოკუპაციას და ამავე დროს აზერბაიჯანს, ან აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას. ყველა, ვინც ხელს უწყობს აზერბაიჯანის შიგნით იმ ძალებს ანუ ისევ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს გააღვიძოს ანტიქართული განწყობები პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას. ოპოზიციაში არ ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვერ დაინახო. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…