შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აჭარაში ერთი პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, დაკავებულის ჩხრეკისას 200 აბი სუბოქსინი ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.