სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სატვირთო შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, დაღუპულია მანქანის მძღოლი და სამი მგზავრი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.