მარნეულის მეორე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესის დაწყებამდე დენი გაითიშა.

ტვ პირველის პირდაპირ ეთერში ჩანდა, რომ საარჩევნო კომისია სანთლის შუქზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ელოდებოდა დენის მოსვლას. ხმების დათვლა მანამდე არ დაიწყო, სანამ ადგილზე ელექტროენერგიის მიწოდება არ აღდგა.