0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
შეტაკებები ვენესუელაში მოსახლეობასა და სამხედროებს შორის
30 აპრილს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპოზიციონერი ლიდერისა და თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მომხრეებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. კარაკასის ქუჩებში ერთმანეთს მოსახლეობა და პრეზიდენტ მადუროს ერთგული არმია დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის მხარეს ეროვნული გვარდიის ნაწილი გადავიდა. მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედროებმა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და მძიმე ტექნიკა გამოიყენეს. ხუან გუაიდომ აღნიშნულ მოვლენებს ნიკოლას მადუროს დამხობის ფინალური ეტაპი უწოდა.
კომენტარები