ჩვენ არ გვეშინია ვიყოთ განსხვავებულები — Tbilisi Hills Golf & Residences კრეატიული სარეკლამო კამპანია
ფოტო: Tbilisi Hills Golf & Residences
ითამაშე ისე, თითქოს არავინ გიყურებს", — ფრაზა, რომელიც გოლფის სათამაშოდ გვიწვევს Tbilisi Hills Golf & Residences სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია, აბსტრაქტურლი და სიურეალისტური კოლაჟებით აწყობილი სარეკლამო ბანერები სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქალაქში. ცნობადობის ასამაღლებელ ამ კამპანიაში გოლფის თემა მოულოდნელ, არა ბანალურ სიტუაციებში თამაშდება.
როგორც წესი, დეველოპერული კომპანიებისა და გოლფის პოპულარიზაციის სარეკლამო კამპანიებში დიდი მწვანე მინდვრები, გოლფის ეკიპირებით აღჭურვილი სიმპათიური სპორტსმენები და ძვირადღირებული ვილები გვხვდება. თბილისი ჰილსმა კი პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის სულ სხვა ფორმა არჩია.
კატებისა, ძაღლებისა და ვეფხვების ფერადი გამოსახულებების გამოყენებით ქალაქის გაცოცხლება და საზოგადოებაში ინტერესის გაღვიძება იგეგმება. კომუნიკაციის ეს ფორმა აბსოლუტურ კონტრასტშია პროდუქტთან, რომელსაც თბილისი ჰილსი მომხმარებელს სთავაზობს და ერთგვარი შოკური თერაპიასავითაც მოქმედებს.
დაინტერესება, თუ რატომ გვაწვდიან გოლფის თემას სწორედ ასეთი ვიზუალური ენით, სტიმულს აძლევს მომხმარებელს ერთხელ მაინც ესტუმროს Tbilisi Hills Golf & Residences. ვინც ერთხელ მაინც მოხვდება ამ ლოკაციაზე, ის აუცილებლად დაბრუნდება. მიზანიც ეს არის.
თბილისი ჰილსი უნიკალური ადგილია მთელი საქართველოს მასშტაბით. არაჩვეულებრივი ბუნება, პანორამული ხედები, სუფთა ჰაერი და სპორტის სახეობა, რომელიც სულ ახლა იწყებს ქვეყანაში განვითარებას.
თითქოს მოცემულობა იმთავითვე მომგებიანია სარეკლამო კამპანიის დასაგეგმად, თუმცა რთულია დაამსხვრიო სტერეოტიპი, რომ გოლფი მხოლოდ ხანში შესული, მდიდარი ადამიანებისთვის განკუთვნილი და თანაც ცოტა მოსაწყენი სპორტია, მითუმეტეს ქვეყანაში, სადაც ამ სპორტზე ძალიან ცოტა იციან.
სწორედ ამიტომ, სარეკლამო კამპანია დაიგეგმა იმგვარად, რომ თვალსაჩინო და გადამდები ყოფილიყო ახალგაზრდული ენერგია, გამბედაობა, სიმსუბუქე და რაც მთავარია თვითირონია, რომელიც ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ გავქცეოდით სტანდარტულ სარეკლამო კამპანიას და შეგვექმნა რაღაც განსვავებული, რაც ქალაქს გამოაცოცხლებდა. ჩვენ არ გვეშინია ვიყოთ განსხვავებულები. დიდი სურვილი გვქონდა ბილბორდებზე შიშველი ფოტოები განგვეთავსებინა, თუმცა ცენზურის გამო ეს ვერ მოვახერხეთ. ასეთი სარეკლამო კამპანიის მთავარი მიზეზი თვითირონიაა, რომელიც, როგორც იცით, მხოლოდ ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების თვისებაა. ჩვენს პროდუქტში, მშენებლობისა და გოლფის მოედნის ხარისხში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, სწორედ ამიტომ ამ თემაზე ხუმრობას არ ვერიდებით", — ანასტასია უდალოვა, Skinest Air-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Tbilisi Hills Golf & Residences-ის გენერალური დირექტორი.
სარეკლამო კამპანია ბუნებრივია მხოლოდ ბილბორდებით არ შემოიფარგლება. საინტერესო კომუნიკაცია ინტერნეტ სივრცეშიც იგეგმება. კამპანიის ნაწილი იყო ასევე ღონისძიებაც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ თბილისი ჰილსში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თავად ენახათ და შეეფასებინათ ტერიტორია, სადაც მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და რომელიც 300-ზე მეტ ვილას, 70-ზე მეტ თაუნჰაუსს, 800-მდე აპარტამენტსა და უამრავ ინფრასტრუქტურულ ობიექტს გააერთიანებს. მათ შორის, ბუნებრივია, აღსანიშნავია 57 ჰექტარზე გაშლილი გოლფის მოედანი, რომელიც ექსკლუზიურად თბილისი ჰილსისთვის მსოფლიოში აღიარებულმა ფინურმა კომპანიამ Tilander Golf Design-მა შექმნა.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა

კომენტარები