გორი-ნიქოზის საავტომობილო გზაზე, სოფელ შინდისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მსუბუქი მანქანა გაზის მილს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთლობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.