რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზის ორი მკვიდრი ე.ს. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს ინფორმაციას უდასტურებენ.

სუს-ის განცხადებით, ნიქოზის ორი მკვიდრის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.