მამუკა ბახტაძის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე — მთავარი აქცენტები
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერის სიტყვით გამოსვლამდე საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში ანსამბლმა რუსთავმა ჩაკრულო შეასრულა.
მამუკა ბახტაძე 20-წუთიან სიტყვაში რამდენიმე საკითხ შეეხო, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, განათლების რეფორმასა და ოკუპაციას. გარდა ამისა, ბახტაძემ აღნიშნა, რომ მადლიერების ნიშნად, საქართველო ევროსაბჭოს ხაზინაში 500 ათასს შეიტანს. თავისი გამოსვლა კი მან 9 აპრილის ტრაგედიაზე საუბრით დაიწყო.
"მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ისე ცხადად მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. 1989 წლის 9 აპრილს მცირე ერი გაერთიანდა თავისუფლებისა და სუვერენული არსებობის დასაცავად. იმ დღეს ქართველმა ერმა გაბედა გაერთიანებისა და სიტყვის თავისუფლებით ესარგებლა საბჭოთა კავშირში", — განაცხადა პრემიერმა.
"თვალსაჩინო დემოკრატია"
მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველო ევროსაბჭოს დახმარებით ორ კონტინენტს შორის თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა:
"გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს გააჩნია იმის ამბიცია, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და დემოკრატიის მოდელი შექმნას, რაც მდგრადი შენარჩუნების პრინციპებს დაეფუძნება. ევროსაბჭოში საქართველოს გაერთიანების დღიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო კარდინალური გარდაქმნა და დღეს აღმავალ ქვეყნად წარმოვჩინდებით".
საკონსტიტუციო რეფორმა
როგორც ბახტაძემ განაცხადა, დიდი ხნის შემდეგ საქართველომ საბოლოოდ მოახერხა კონტროლისა და ბალანსის სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბება:
"ჩვენი მთავრობა პირველია მსოფლიოში, რომელმაც ერთპარტიულ დომინანტობაზე უარი განაცხადა. კონსტიტუციის ახალი რედაქცია გულისხმობს 2024 წლიდან სრულად და სუფთად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მანამდე საქართველო მნიშვნელოვან გარდაქმნის პროცესს გადის. ყოველივე ეს უკეთეს პოლიტიკურ ბალანსს შექმნის, მცირე პარტიებს პარლამენტში მოხვედრის უკეთეს შანსებს მისცემს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით, მთავრობას მეტი კონსენსუსი დასჭირდება პოლიტიკის შემუშავებისას. ეს ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია და ამ კურსიდან არასოდეს გადავუხვევთ".
მამუკა ბახტაძემ საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს უდიდესი მიღწევსაა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ახალი თავი იწერება.
ძლიერი პარლამენტი
პრეემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლოდროინდელი რეფორმირების შედეგად, საქართველოს პარლამენტი გახდა იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე.
"ძლიერი პარლამენტი კი ნიშნავს ძლიერ საპარლამენტო ზედამხედველობას. ამიტომ, გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულება. გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის ინფორმირება ჩვენი მიმდინარე ინიციატივებისა და რეფორმების შესახებ. განზრახული გვაქვს მეტად გავაძლიეროთ და განვავითაროთ ეს მიმართულება და მეტი ანგარიშვალდებულება ვიკისროთ".
სასამართლოს უზენაესობა
"სულ რაღაც 7 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა სამართლის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მუშაობის სფეროში. მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, რაც ყველაზე კარგად აქ - სტრასბურგში - იზომება და ფასდება. ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო არის იმ ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ადამიანის უფლებების სფეროში გვაქვს. მეტმა ადამიანმა დაიწყო სამართლის ძიება და მიღწევა", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ბოლო წლებში სასამართლო დარბაზები გაიხსნა მედიისთვის და სრული გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი სასამართლოს მუშაობის პროცესში. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ევროპის სასამართლოს განჩინებებს ქმედითადაღასრულებს:
" მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია ჯამში გაიცა საქართველოდან შესულ 76 საქმეზე. მათი 80 პროცენტი 2013 წლამდე დასრულდა... 2013 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი საერთო სასამართლოებიდან მიმართვიანობა 5-ზე მეტად გაიზარდა. ადრე რეალურად 0 იყო. გავმეორდები — 0! ადმინისტრაციული სამართლის დარღვევებზე პატიმრობის მაჩვენებელმა 68 პროცენტით იკლო. არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულისთვის პატიმრობის მისჯის რაოდენობა 70 პროცენტით შემცირდა".
კორუფცია და ანგარიშვალდებულება
პრემიერის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა იქონია კორუფციასთან ბრძოლის საქმეში და მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უზრუნველყო.
"ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მე-5 ადგილზეა — შვეიცარიისა და ნორვეგიის მერე. საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ამაყი წევრი და ყოფილი თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს არის უმთავრესი საერთაშორისო პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ გახსნილობას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას".
ადამიანის უფლებების დაცვა
მანვე აღნიშნა, წინ ხელისუფლებისგან "მემკვიდრეობით მიღებულ" რეპრესიულ პენიტენციურ სისტემაზე და თქვა, რომ რეფორმების შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში მდგომარეობა შეიცვალა.
პრემიერისვე თქმით, საქართველომ ასევე შეცვალა დამოკიდებულება პოლიტიკური თავისუფლების, გამოხატვისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებების მიმართ:
"მათი დარღვევა ადრე ხდებოდა, ახლა კი სრული პატივისცემის პირობებში წარმოჩინდება. მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დაშლის სავალალო პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა და ახლანდელი მთავრობა სრულ პატივს სცემს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას".
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ძლიერი მექანიზმები შეიქმნა. მან 2017 წლის აპრილში სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციას გაუსვა ხაზი. მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ საქართველომ სტრატეგიული მიდგომა შეიმუშავა, გაძლიერდა სახელმწიფო დამცველის სამსახური და ქმედითი ზედამხედველობის მექანიზმები დაინერგა საპარლამენტო დონეზე:
"თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ადამიანი არის მიზიდულობის ცენტრი, სადაც თანაბარ შესაძლებლობებს ვანიჭებთ ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა და მდგომარეობისა, სადაც ყველა მოქალაქის ხმა ისმის და მთავრობა ხალხის მისწრაფებებს გრძნობს".
განათლების რეფორმა
მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების რეფორმაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ექვსი პროცენტის დახარჯვას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს რევოლუციური და გარდამტეხი რეფორმაა.
"ეს ვალდებულება კანონმდებლობით განისაზღვრება, რათა ყველა შემდგომმა მთავრობამ კაპიტალდაბანდება მოახდინოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, იმ ხალხის განვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ავითარებს და რომელმაც ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთა და გვაძლიერებს ევროპული მისწრაფებების მიღწევაში".
ოკუპაცია და სამშვიდობო ინიციატივა
მამუკა ბახტაძემ გამოსვლისას ოკუპაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი.
"მძიმე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო და შემცირდა. შედეგად მივიღეთ საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზები. ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე".
მან საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებაზე გაამახვილა ყურადღება და არჩილ, ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დავით ბაშარული და ირაკლი კვარაცხელია ახსენა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადო ევსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისთვის.
პრემიერმა სამშვიდობო ინიციატივაზე ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ ისაუბრა. მისი თქმით, ეს "სრულყოფილი და ყოვლისმომცველი" ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის ჯანდაცვისა და განათლების სერვისების მიწოდებას ისახავს მიზნად.
"რუსეთის ფედერაცია ცდილობს ჩვენს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს ამ სახის დივერსიებით და ყველა ჩვენი ძალისხმევა დაბლოკოს. ეთნიკური დისკრიმინაციის გზით ისინი ცდილობენ სრულად წაშალონ ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება", — აღნიშნა პრემიერმა.
მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზა არსებობს. მან ოს და აფხაზ მოქალაქეებს მიმართა:
"ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა! ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება — თქვენთან ერთად მოიაზრება — მშვიდობიან და კეთილდღეობით გაერთიანებულ საქართველოში".
500 ათასი ევრო ევროსაბჭოს
მისივე თქმით, ევროსაბჭოს მხარდაჭერის მადლიერების ნიშნად საქართველოს მის ხაზინაში 500 ათას ევროს შეიტანს. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო ბოლო 20 წელია ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით სარგებელს იღებს.
"რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევის ან საერთო ღირებულებების დაკნინების შესაძლებლობა იმისათვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით - ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა".
ბახტაძის განცხადებით, ევროსაბჭომ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმაზე, რომ ერთის მხრივ მონიტორინგის ორგანოების საშუალებით გამოავლინოს წევრი სახელმწიფოების ხარვეზები და მეორეს მხრივ გააგრძელოს ამავე წევრი სახელმწიფოების დახმარება ამ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაში.
თავისი გამოსვლა ბახტაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიტყვებით დაასრულა, რომელიც მან 1999 წელს ევროსაბჭოში წარმოთქვა:
"ზურაბ ჟვანიამ ამ შესანიშნავ დარბაზში ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს — 20 წლის შემდეგ — მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!"
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები