10 რჩევა, თუ როგორ უნდა ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც არ გვიყვარს
ფოტო: Bon Appetit
გადასახადების გადახდა, ვარჯიში, სახლის დალაგება, მუშაობა — ეს საქმეების მცირე, მაგრამ ძირითადი ჩამონათვალია, რომელთა შესრულებაც ყოველდღიურად, თითოეულ ჩვენგანს უწევს.
მეტიც, ყოველდღიური საქმეები ხშირად გადაიქცევა ხოლმე მტანჯველ რუტინად და საბოლოო ჯამში მივდივართ იმ საშინელ განცდამდე, რომ საქმის საკეთებლად არც დრო, არც ენერგია და აღარც ნერვები გვყოფნის.
სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივად არის, ან შეიძლება რომ იყოს, რადგან არსებობს მარტივი ხერხები, რომელთა გააზრებით/გათვალისწინებით, ჩვენი ყოველდღიურობა გაცილებით უკეთესი გახდება. ვიქნებით უფრო რეალიზებული და ბედნიერი თავად ჩვენც.
აი, 10 რჩევა იმის გასაკეთებლად, რისი გაკეთებაც ხშირად ძალიან არ გვსიამოვნებს:
1. შეცვალეთ სამუშაო გარემო
ფოტო: New Scientist
მოგბეზრდათ ერთსა და იმავე ოთახში ჯდომა და საშინაო დავალების კეთება?! მაშინ აუცილებლად შეცვალეთ სამუშაო გარემო. იმუშავეთ რომელიმე პარკში, სადაც სუფთა ჰაერია, ან წადით კაფეში და იქაური სიმყუდროვით დატკბით.
2. საქმეზე კონცენტრირდით
ფოტო: OmniFeed
ნებისმიერი დავალების, თუ მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად, აუცილებელია, რომ მასზე სრულად კონცენტრირდეთ. სრულიად იზოლირდით გარემო ფაქტორებისგან, რათა ზედმეტმა ხმაურმა თქვენი ყურადღება სხვა რამეზე არ გადაიტანოს. თუ ოფისში ხართ და თანამშრომლების საუბარი ხელს გიშლით, გამოიყენეთ ყურსასმენი ან ყურის საცობები.
3. სცადეთ ჯგუფურად მუშაობა
ფოტო: eccles
დიდი შანსია, რომ მნიშვნელოვანი პროექტის მოსამზადებლად ერთი ადამიანის გონებრივი რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ სხვა ადამიანების დახმარებაზე უარს არ იტყვით და ჯგუფურად მუშაობას ცდით.
4. დალიეთ ყავა
ფოტო: Monclas
თუ ბევრი საქმე გაქვთ და დრო არ გყოფნით, რომ კარგად გამოიძინოთ, ენერგიის სხვა წყარო ეძებეთ. მაგალითად ყავა, რომელიც გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ. ჩაი სასიამოვნო შეგრძნებებს გაგიღვიძებთ, ნოყიერი საჭმელი კი იმის გარანტია იქნება, რომ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, სახლამდე მისვლის ენერგიაც დაგრჩებათ.
5. ყურადღებით დააკვირდით პროცესს/დეტალებს
ფოტო: besthealthmag
თუ წონის დაკლება გინდათ, მაგრამ ნებისყოფა არ გყოფნით, სცადეთ, რომ თავად პროცესზე კონცენტრირდეთ. მაგალითად, სირბილის დროს დააკვირდით, თუ როგორ მოძრაობს თქვენი სხეული და როგორი სასიამოვნოა, როდესაც შედეგი თვალსაჩინოა.
6. ან გადაიტანეთ ყურადღება იმაზე, რაც გიყვართ
ფოტო: ELMENS
ფიზიკური ვარჯიშების ბოლომდე შესასრულებლად საყვარელი სერიალის ყურებაც დაგეხმარებათ. გაწელვების ან ბილიკზე სირბილის დროს ტელევიზორის ყურება სცადეთ და დრო ისე სწრაფად გავა, რომ გაკვირვებულიც კი დარჩებით.
7. აკონტროლეთ პროგრესი
ფოტო: cultofmac
მიღწეული პროგრესის კონტროლიც მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო მიზნისკენ მიმავალ რთულ გზაზე, ნებისმიერი პატარა მიღწევის გაანალიზება და აღნიშვნა ორმაგი ენერგიით დაგმუხტავთ.
8. წინასწარ დაგეგმეთ
ფოტო: Marketing Land
წინასწარ დაგეგმეთ, რომ გემრიელი ლანჩის შემდეგ აუცილებლად გადაიხდით კომუნალურ გადასახადებს, ან კიდევ ერთ სერიასაც უყურებთ და შემდეგ ჭურჭელს გარეცხავთ.
9. დაიხმარეთ წარმოსახვის უნარი
ფოტო: Society for Neuroscience
წარმოიდგინეთ, რომ ჭურჭლის გარეცხვა არასასიამოვნო მოვალეობა კი არ არის, არამედ ერთგვარი მადლიერების გამოხატვა თქვენი მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ.
10. იმპულსებს არასდროს დანებდეთ
ფოტო: kelascinta
არასდროს მისცეთ იმპულსებს საშუალება, რომ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებაში ხელი შეგიშალოთ, რადგან თვალსაჩინო შედეგით ორმაგად ისიამოვნებთ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები