კორუფცია და დაძაბულობა სამოქალაქო საზოგადოებასთან — სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში
ფოტო: On.ge
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანების უფლებების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 47-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც საქართველოს ეხება, საუბარია მედიის მიმართ ზეწოლაზე, გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხელისუფლებაში კორუფციაზე და მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების დაპირისპირებაზე:
"დაძაბულობა არასამთავრობოებსა და მთავრობებს შორის განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაიზარდა. მას შემდეგ, რაც 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა მაღალი დონის კორუფციის ნიშნებისა და არაფორმალური, კლანური მმართველობის გარშემო, მთავრობის წამყვანმა წევრებმა ორგანიზაციებზე და მათ ლიდერებზე სიტყვიერი იერიში მიიტანეს".
ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველმა და აღნიშნულმა არასამთავრობოებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ ამგვარი შეტევა სამოქალაქო საზოგადოებაზე აზიანებს დემოკრატიას.
სახელმწიფო დეპარტამენტს მაგალითად მოჰყავს ოქტომბერში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის მიმართ:
"სამოქალაქო სექტორის ცნობილი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის სპიკერმა "ფაშისტების თანამონაწილედ" მოიხსენია".
სახელმწიფო დეპარტამენტი გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას ეფუძნება და იმავეს იმეორებს:
"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და პროფესიონალურად ორგანიზებული, დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოხატეს ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენებისა და არათანაბარი სათამაშო ველის გამო. კერძო მაუწყებლის მკვეთრი პოლარიზაცია, ნეგატიური კამპანია და მკაცრი რიტორიკა მმართველ პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე აძლიერებდა".
კორუფცია
სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და კორუფციის საქმეების გამოძიებისას სუსტ კონტროლსა და სამართალდამცავი უწყებების ნაკლებ დამოუკიდებლობაზე წერს. ანგარიშში საუბარია ფარულ აუდიოჩანაწერებზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდა:
"აუდიოჩანაწერები ავლენს ახლანდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, წამებისა და კორუფციის სავარაუდო ნიშნებს, თუმცა ზოგიერთს ამ ჩანაწერების ავთენტურობაში ეჭვი შეაქვს".
სახელმწიფო დეპარტმენტს მაგალითად მოჰყავს მირზა სუბელიანის სავარაუდო აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, რომ ის თავად "აგვარებდა" ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეს.
ანგარიშში საუბარია ომეგა ჯგუფის საქმეზეც, თუ როგორ მოითხოვეს ქრთამი ყოფილმა და ამჟამინდელმა მაღალჩინოსნებმა ძალადობრივი რეკეტით, მათ შორის, "ყოფილი მინისტრის ფიზიკური შეურაცხყოფით".
სახელმწიფო დეპარტამენტი იხსენებს ივლისში ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პროკურატურაში დაკითხვას კორუფციის შესაძლო საქმეზე: "ზოგიერთი დამკვირვებელი ამ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს".
"უკანონო ან პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობები"
ანგარიშში ნახსენებია პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი. 18 წლის მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 2017 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
"მისი მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებს, რომ შვილი უსამართლოდ მოუკლეს. სახალხო დამცველი გამჭვირვალე, ობიექტურ და დროული გამოძიებისკენ მიუთითებს", — ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნაწამებ და მოკლულ არჩილ ტატუნაშვილზეც წერს. ასევე, ივლისში გამოქვეყნებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე.
ანგარიშში ნახსენებია ოქტომბრის თვეში გამოტანილი სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმად, ყოფილი მაღალჩინოსანი, დათა ახალაია ბრალდებულად სცნეს 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან კავშირში.
მედიაგარემო
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება, პრესის თავისუფლების ჩათვლით, კონსტიტუციითაა დაცული, მაინც იყო ბრალდებები მთავრობის მიმართ, რომ ეს უფლება სათანადოდ უზრუნველყოფილი არ ყოფილა", — ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ გასული წლის განმავლობაში დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და ფართოდ გამოხატავდა მოსაზრებებს, თუმცა აქვე მოჰყავს მაგალითად ტელეკომპანია იბერიას საქმე, რომელმაც ოქტომბერში შეაჩერა მაუწყებლობა:
"ტელეკომპანია იბერიის დახურვამ და 2017 წელს მმართველი პარტიის სასარგებლოდ სამი ტელევიზიის (მაესტროს, GDS-ისა და იმედის) გაერთიანებამ მედია მრავალფეროვნება შეზღუდა და გაზარდა მმართველი პარტიის მომხრე მედია საშუალებების კონცენტრაცია".
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე შეეხო იმასაც, რომ არასამთავრობოები აკრიტიკებდნენ საზოგადოებრივ მაუწყებლისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელების ახლო ურთიერთობას მთავრობასთან და აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა "მიკერძოებულია მმართველი პარტიის მიმართ".
ანგარიშში საუბარია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზეც და სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაზეც:
"შეშფოთება კვლავ არსებობს მთავრობის ჩარევაზე ოპოზიციისადმი მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედია საშუალების მიმართ. განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყნის ყველაზე ყურებად ტელევიზიას რუსთავი 2-ს".
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მომზადებულია აშშ-ს საელჩოს და საკონსულოს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
კომენტარები